ცხადია, მონეგასკები ამ შეხვედრაზე ფიქრობენ, მაგრამ ვერც "ბასტიასთან" მატჩს მოეკიდებიან უყურადღებოდ, რადგან ლიგა 1-ში ისინი ჯერ სამეულში არ არიან და ქულების დაკარგვას თავი უნდა აარიდონ.
"ბასტია" ყოჩაღად გამოიყურება, ბოლო 16 მატჩიდან ძირითად დროში მხოლოდ ერთი დათმო და ბოლო 5 ტურიდან 4-ში იმარჯვა, მაგრამ მონაკოში კორსიკელებს მაინც გაუჭირდებათ.
"პარი სენ-ჟერმენი", რომელიც "ჩელსისთან" ნაომარი და გამარჯვებით ფრთაშესხმულია, "შაბან დელმაზე" "ბორდოს"
"სენტ ეტიენი" უიმედო აუტსაიდერს, "მეცს" სტუმრობს და უშუალო კონკურენტის, "ბორდოს" რთული მატჩით უნდა ისარგებლოს და იმარჯვოს. "ლანსს" ბოლო შანსი აქვს ასევე გასავარდნ ზონაში მყოფ "ტულუზთან". ეს, სატურნირო კუთხით, უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა.
უკანასკნელ სამეულთან ერთ ნაბიჯში მყოფი "ლორიანი" შეეცდება, რომ ოდნავ ამოისუნთქოს და ბოლო პერიოდში სასწაულმოქმედ "კაენს", ისევ ჩააყვინთინოს.
მთავარი მატჩი კი "ველოდრომზეა", სადაც თუ "მარსელს" ჩემპიონობისთვის გაბრძოლების იმედი კიდევ აქვს, აუცილებლად უნდა მოუგოს "ლიონს". მარსელო ბიელსას ბიჭებმა "ტულუზთან" შთამბეჭდავი გამარკვებით გაილაღეს და ხასიათი გამოისწორეს, მაგრამ ახლა ძალიან რთული მატჩი ელოდებათ.
თავის მხრივ, "ლიონმაც" ხმაურიანად და დიდი სხვაობით იმარჯვა გასვლაზე "მონპელიესთან". ფორმაში შევიდა იოან გურკუფი, ძველებურად ბურთაობას იწყებს ტრავმამოშუშებული ალექსანდრ ლაკაზეტი და საუცხოოდ გამოიყურება ნაბილ ფეკირი...
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIX ტური
13 მარტი
მონაკო-ბასტია 23:30
ნიცა-გენგამი 23:30
14 მარტი
მეცი-სტ. ეტიენი 20:00
ლანსი-ტულუზი 23:00
ლორიანი-კაენი 23:00
მონპელიე-რეიმსი 23:00
ნანტი-ევიანი23:00
15 მარტი
ლილი-რენი 17:00
ბორდო-პსჟ 20:00
მარსელი-ლიონი 00:00
ბომბარდირები: 23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 12 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"