ლიგა 1. XXX ტური: პსჟ უკვე პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" "ბორდოსთან" წაგებით გაბრაზებული იყო და ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც სჭირდებოდა დამაჯერებელი თამაში სკანდალური კომენტარის მერე.

ლორან ბლანის გუნდმა მიზანს მიაღწია და იბრამაც გაილაღა. მართალია, ბრეტანელებმა გაიბრძოლეს და ჯორდან აიუმ მშვენიერი გოლიც გაიტანა, მაგრამ ზლატანმა ორი პენალტით და ბოლოს უკვე პენალტის გარეშეც გაიტანა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა. თუმცა ამაზე უფრო გამოსარჩევი ის საუცხოო პასი იყო ესეკიელ ლავეციზე და მესამე გოლის აღნიშვნა, როდესაც ორივე ხელით ჟესტიკულაციით კრიტიკოსებს გაჩუმებისკენ მოუწოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ მოგებით პსჟ პირველ ადგილზე გადავიდა და მეორე დღეს "ლიონს" ლიდერობის დაბრუნება მართებდა,
მაგრამ... "ჟერლანზე" საკმაოდ დიდი დანაკლისით ჩასული "ნიცა" რიცხვნაკლული დარჩა და როდესაც ლიონელებმა პენალტით გაათანაბრეს, ალბათ, ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ უბერ ფურნიეს გუნდი თავისას მიაღწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ნიცელებმა აქეთ იძალეს და სენსაცია გამოაცხვეს. კლოდ პუელმა თავისი ყოფილი გუნდი გაამწარა.

ხუთეულისთვის მებრძოლ "ბორდოს" კრიზისში მყოფ "ტულუზთან" მოგება სურდა, მაგრამ ალენ კაზანოვას ნაცვლად მოსული დომინიკ არიბაჟის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ჟირონდელებს დიეგო როლანის მორიგი გოლი არ ეყოთ. ტულუზელთა მხრიდან ერთი ბურთი ვისამ ბენ იედერმა გაიტანა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXX ტური
პსჟ-ლორიანი 3:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (4-პენ.), 1:1 ჯ. აიუ (67), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (82-პენ.), 3:1 იბრაჰიოვიჩი (90+1)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, ტიაგო მოტა, მაქსველი - პასტორე, ვერატი, მატუიდი - კავანი, ლავეცი (65. რაბიო), იბრაჰიმოვიჩი

ლიონი-ნიცა 1:2
გოლები: 0:1 კარლოს ედუარდო (23), 1:1 გონალონი (56-პენ.), 1:2 ესერიკი (86-პენ.)
გაძევება: პალუნი (54. ნიცა)

ბასტია-გენგამი 0:0
კაენი-მეცი 0:0

ევიანი-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 ნ’სიკულუ (85)

რენი-ნანტი 0:0

ტულუზი-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (18), 1:1 როლანი (28), 2:1 კანა-ბიიკი (61)
გაძევება: სანე (90. ბორდო)

სტ. ეტიენი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 გრადელი (63), 2:0 გრადელი (74)
გაძევება: მ. ლოპეში (52. ლილი)

რეიმსი-მონაკო 1:3
გოლები: 0:1 ფაბინიო (5), 0:2 მარტიალი (14), 1:2 დიეგო (70), 1:3 დირარი (80)

ლანსი-მარსელი 0:4
გოლები: 0:1 ბატშუაი (46), 0:2 რომაო (67), 0:3 ა. აიუ (72), 0:4 ბატშუაი (93)

ბომბარდირები: 23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი).

მომდევნო ტური
3 აპრილი:
მონაკო-სტ. ეტიენი

4 აპრილი:
გენგამი-ლიონი, ლილი-რეიმსი, ლორიანი-რენი, მეცი-ტულუზა, მონპელიე-ბასტია, ნიცა-ევიანი

5 აპრილი
ბორდო-ლანსი, ნანტი-კაენი, მარსელი-პსჟ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული