საფრანგეთი-ბრაზილია 1:3 - გასეირნება "სტად დე პრენსზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა ბრაზილიასთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

"სტად დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში მასპინძლები რაფაელ ვარანის გოლით 21-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა ბრაზილიელებმა ჯერ კიდევ შესვენებამდე შეძლეს გათანაბრება - თავი მე-40 წუთზე ოსკარმა გამოიჩინა.

პენტაკამპეონებმა ანგარიშში დაწინაურება 57-ე წუთზე ნეიმარის გოლით შეძლეს, საბოლოო ანგარიში კი 69-ე წუთზე ლუის გუსტავომ დააფიქსირა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ევრო 2016-ის მასპინძელი საფრანგეთი 29 მარტს, დანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. იმავე დღეს ბრაზილია ჩილეს დაუპირისპირდება.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
26.03.15. სტად დე პრენსი
საფრანგეთი-ბრაზილია
1:3

გოლები: 1:0 ვარანი (21), 1:1 ოსკარი (40), 1:2 ნეიმარი (57), 1:3 გუსტავო (69).

საფრანგეთი: მანდანდა, სანია, ევრა, საკო, ვარანი, მატიუდი (84, ჟირუ), ვალბუენა (82, პაიეტი), სისოკო (74, კონდოგბია), შნეიდერლენი, გრიზმანი (74, ფეკირი), ბენზემა.
ბრაზილია: ჯეფერსონი, მირანდა, ფილიპე ლუისი, სილვა, დანილო, ვილიანი (83, დუგლას კოშტა), ლუის გუსტავო, ელიასი (90+2, მარსელო), ოსკარი (86, სოუზა), ფირმინო (88, ლუის ადრიანო), ნეიმარი.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

* * *
26 მარტს გამართული სხვა ამხანაგური მატჩებიდან გამოსარჩევია კოლუმბიის გამარჯვება ბაჰრეინთან. სამხრეთამერიკელებმა მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს, დუბლით კი რადამელ ფალკაო გამოირჩა.

კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩში, რომელშიც კოსტა რიკამ პარაგვაის უმასპინძლა, გოლი არ გასულა.

ერთნაირი ანგარიშით - 2:0, საკუთარ მოედანზე ირანის ნაკრებმა ჩილეს მოუგო, ეგვიპტემ - ეკვატორულ გვინეას, ხოლო კოტ დ'ივუარმა - ანგოლას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ეღირსა ბრაზილია
ლევანი
12:34 27-03-2015
0

სიახლეები პოპულარული