Le Parisien-ის ცნობილი ჟურნალისტის, ლორან პერინის თქმით, ფრანგულ კლუბში ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-ის ამჟამინდელი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის იდეალურ შემცვლელად განიხილავენ.
"ნეიმარი - პსჟ-ის ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა, თუკი ლიონელ მესის შეძენის შესაძლებლობა გაჩნდება, რა თქმა უნდა, კლუბი მისი შეძენის მიზანშეწონილობაზე არცკი დაფიქრდება", - თქვა პერინმა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ არაერთგზის აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბი არც ბრაზილიელს შეელევა და არც - არგენტინელს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური