ლიგა 1. XXXII ტური: ბლანდიმ აბლანდა [VIDEO]

AutoSharing Option
"მარსელმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და საქმე ძალიან გაირთულა. მარსელო ბიელსას გუნდი საკუთარი უნიათობისა და ცოტაოდენი უიღბლობის გარდა, სერჟ გაკპემ დაღუპა, რომლის გოლმაც "ნანტს" სამი ქულა მოუტანა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მყოფმა "პარი სენ-ჟერმენმა" "ნიცას" ადვილად მოუგო. პარიზელთა რიგებში ხავიერ პასტორემ გაიბრწყინა, არგენტინელმა დუბლი მიითვალა და მშვენიერი მატჩი ჩაატარა ლიგა 1-ში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მონაკო" ბერნარდო სილვას გოლით იგებდა და სამი ქულა, თითქოს, ჯიბეში ედო, ლეონარდო ჟარდიმს "იუვენტუსთან" საპასუხო მატჩის წინ ძალების დაზოგვით სურდა მოგება, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, "ლუი მეორის" ბინადრებმა ბოლოს
მაინც გაუშვეს და ძალიან ძვირფასი ორი ქულა დაკარგეს.

კონკურენტების წაბორძიკებით ვერ ისარგებლა "ბორდომ", რომელიც "ლილთან" დამარცხდა. ვილი სანიოლი თავის ბიჭებზე ძალიან გაბრაზებული გახლდათ, ბოლო დროს, რა დაემართათ, ვერ გავიგეო.

ამასობაში, ევროზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა "მონპელიე". დომინიკ არიბაჟის მისვლა კი "ტულუზში" აშკარად ამართლებს, რადგან ახალმა მწვრთნელმა ბოლო 4 მატჩიდან მესამე მოიგო და ტულუზელებმაც შედარებით ამოისუნთქეს. "ბასტიას" წაგებების სერია გრძელდება, კორსიკელები გასავარდნი ზონისკენ მიექანებიან. ამჯერად ისინი "რეიმსთან" დამარცხდნენ, რომელსაც თავად ჰქონდა მიჯრით 4 წაგება. "გენგამი"-"ევიანის" შეხვედრაში კი სტუმრებს ქულა "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსისა" და "სან ლორენსოს" ექსფორვარდმა ნიკოლას ბლანდიმ მოუტანა და ახლა გასავარდნ ზონაში კიდევ უფრო "აბლანდული" სიტუაციაა.

"ლიონს" მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ათკაციანმა "ლომებმა" ის მაინც მოახერხეს, რომ "სენტ ეტიენთან" ზედიზედ მესამე "დერბი დუ რონი" არ წააგეს. ფრე საბოლოო ჯამში დიდად არც "ლომებს" და არც "მწვანეებს" აწყობდათ, მაგრამ ასე გამოვიდა...

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXII ტური
ნანტი-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 გაკპე (20)

ნიცა-პსჟ 1:3
გოლები: 0:1 პასტორე (39), 1:1 ბოდმე (45), 1:2 პასტორე (63), 1:3 კავანი (69-პენ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, მარკინიოში, დავიდ ლუისი, დინი - პასტორე, კაბაი (60. მატუიდი), რაბიო - ლუკასი (73. ბაებეკი), ლავეცი (84. მაქსველი), კავანი

ბასტია-რეიმსი 1:2
გოლები: 0:1 ნ’გოგი (5), 0:2 მანდი (45), 1:2 სიო (47)

გენგამი-ევიანი 1:1
გოლები: 1:0 ბოვიო (44), 1:1 ბლანდი (50)

ლორიანი-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 ბრეიტვეიტი (28)
გაძევება: მუბანჯე (86. ტულუზი)

მეცი-ლანსი 3:1
გოლები: 1:0 ფ. მალუდა (13), 2:0 სარი (57-პენ.), 3:0 მაიგა (79), 3:1 მადიანი (89)

მონაკო-რენი 1:1
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (28), 1:1 ჰაბიბუ (87)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ტურე (80. რ. კარვალიო), უოლასი, რაჯი, ელდერსონი - ფაბინიო, მოუტინიო - მატეუში (57. მარტიალი), ბერნარდო სილვა, ფერეირა-კარასკო - ბერბატოვი (67. ა. ტრაორე)

ლილი-ბორდო 2:0
გოლები:L1:0 რუ (14), 2:0 ა. ტრაორე (90+4)

მონპელიე-კაენი 1:0
გოლი: 1:0 ილტონი (4)

ლიონი-სტ. ეტიენი 2:2
გოლები: 1:0 ნჟ’ი (24), 1:1 გრადელი (31-პენ.), 1:2 ამუმა (45), 2:2 ჟალე (48)
გაძევება: როზი (29. ლიონი)

ბომბარდირები: 25 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - დიეგო როლანი (ბორდო). ლუკას ბარიოსი (მონპელიე), ვისამ ბენ იედერი (ტულუზა); 10 - მაქს გრადელი (სენტ ეტიენი).

მომდევნო ტური
24 აპრილი:
მარსელი-ლორიანი

25 აპრილი:
პსჟ-ლილი, ბორდო-მეცი, კაენი-გენგამი, ევიანი-ბასტია, რენი-ნიცა, ტულუზა-ნანტი

26 აპრილი:
სტ. ეტიანი-მონპელიე, ლანსი-მონაკო, რეიმსი-ლიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული