ლიგა 1. XXXIV ტური: პსჟ ფრანგულ კლუბებს დაერია [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"პარი სენ-ჟერმენმა" 6:1 გაანადგურა "ლილი" და სამი ქულით გადაუსწრო მეორე ადგილოსან "ლიონს".

სულ რაღაც 24 წამის შემდეგ ანგარიში მაქსველმა გახსნა, ამის მერე ედინსონ კავანიმ დუბლი მიითვალა, ხოლო ესეკიელ ლავეციმ ჰეთ თრიკი შეასრულა. "ლილმა" ბოლო 20 წუთი 10 კაცით ითამაშა.

სხვათა შორის, ბრაზილიელი მცველი პსჟ-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა, წინა მიღწევა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნოდა - გოლი 26-ე წამზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურში აღვნიშნავთ ფრანსუა კამანოს (ბასტია) დუბლს.

პსჟ-ლილი 6:1
გოლები:
1:0 მაქსველი (1), 2:0 კავანი (4), 3:0 ლავეცი (28), 4:0 ლავეცი (43), 4:1 ბაშა (59), 5:1 კავანი (73-პენ), 6:1 ლავეცი (77)
გაძევება: კორჩია (72. ლილი)

ბორდო-მეცი 1:1
გოლები: 0:1 სასი (24), 1:1 ხაზრი (83)

კაენი-გენგამი 0:2
გოლები: 0:1 ბუვე (49), 0:2 მარვო (66)

ევიანი-ბასტია 1:2
გოლები: 1:0 სუნუ (42), 1:1 კამანო (57), 1:2 კამანო (87)

რენი-ნიცა 2:1
გოლები: 0:1 ბოტეაკი (22), 1:1 პრჩიჩი (47), 2:1 კონრადსენი (91)

ტულუზი-ნანტი 1:1
გოლები: 1:0 რეგატინი (22), 1:1 ბედოია (88)

1. პსჟ - 68 ქულა; 2. ლიონი - 65; 3. მონაკო - 59; 4. მარსელი - 57; 5. სენტ ეტიენი - 57.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული