ლიგა 1. XXXV ტური: პსჟ პირველობას არ თმობს [VIDEO]

AutoSharing Option
ანდრე პიერ ჟინიაკი ისეთი პროდუქტიული ვეღარ არის, როგორც პირველ წრეში, მაგრამ სამაგიეროდ, ბოლო დროს თუ გააქვს, წყვილ-წყვილად გააქვს და ასე იყო "მეცთანაც", მისმა დუბლმა "მარსელს" ზედიზედ 4 წაგების მერე 3 ქულა მოუტანა.

მარსელო ბიელსას ბიჭებს გაუმართლათ იმაში, რომ კონკურენტებმა დაკარგეს ქულები. კორსიკაზე, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, "სენტ ეტიენს" ძალიან მძიმე მატჩი ჰქონდა, რადგან ქულები "ბასტიასაც" ჰაერივით სჭირდებოდა და მატჩის მიწურულს გატანილი გოლის წყალობით კორსიკელებმა იძალეს კიდეც. ვერც "მონპელიემ" იმარჯვა და ვერც "ბორდომ", რომლებიც უგოლო ფრეებს დასჯერდნენ ბრეტანულ გუნდებთან.

ჟინიაკის დარად, ისეთივე
პროდუქტიული ვეღარ არის ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელიც ტრავმის მერე თუ იტანს, ამას პენალტით ახერხებს და ახლაც თერთმეტმეტრიანით გაუტანა "ევიანს". იქამდე "ლიონს" ერთი უკვე გატანილი ჰქონდა და "ჟერლანის" ბინადრები ჩემპიონობაზე ოცნებას აგრძელებენ.

"მონაკომ" მდევრების წაბორძიკებით ისარგებლა და მესამე ადგილზე პოზიციები გაიმყარა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა ძალიან ადვილად აჯობა გადარჩენისთვის მებრძოლ "ტულუზს".

იცოდა რა "ლიონის" გამარჯვების შესახებ, "პარი სენ-ჟერმენი" ორმაგად შემართული გავიდა "ლუი ფონტენოს" მინდორზე და "ნანტს" პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამჯერად საგოლე პასს დასჯერდა. აი, ედინსონ კავანიმ კი ისევ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიგა 1. XXXV ტური
მეცი-მარსელი 0:2
გოლები: 0:1 ჟინიაკი (38), 0:2 ჟინიაკი (62)

ლიონი-ევიანი 2:0
გოლები: 1:0 გრენიე (20), 2:0 ლაკაზეტი (38-პენ.)

ბასტია-სტ. ეტიენი 1:0
გოლი: 1:0 აიიტე (84)

გენგამი-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 ბოვიუ (62-პენ.), 2:0 მანდანი (90)

ლორიანი-ბორდო 0:0

მონპელიე-რენი 0:0
გაძევება: ილტონი (90. მონპელიე)

ნიცა-კაენი 1:1
გოლები: 0:1 ბენეზე (15), 1:1 კარლოს ედუარდო (41)

ლილი-ლანსი 3:1
გოლები: 0:1 შავარია (24), 1:1 ბუფალი (41-პენ.), 2:1 სიდიბე (74), 3:1 ორიჯი (90+3)

მონაკო-ტულუზი 3:1
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (9), 1:1 ბრეიტვეიტი (26), 2:1 მარსიალი (45+1), 3:1 მოუტინიო (56), 4:1 ჟერმენი (90+2)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, კარვალიო, აბდენური, კურზავა - ფაბინიო, კონდოგბია (89. ბაკაიოკო) - ბერნარდო სილვა, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო (66. დირარი) - მარსიალი (90. ჟერმენი)
გაძევება: დირარი (80. მონაკო), კანა-ბიიკი (80. ტულუზი)

ნანტი-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კავანი (3), 0:2 მატუიდი (31)
პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი, მარიკინიოსი, სილვა, მაქსველი - ვერატი (76, კაბაი), ტიაგო მოტა, მატუიდი (51. რაბიო) - პასტორე (82. ლავეცი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ბომბარდირები: 27 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 20 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 15 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი).

მომდევნო ტური
8 მაისი:
პსჟ-გენგამი

9 მაისი:
კაენი-ლიონი, ბორდო-ნანტი, ევიანი-რეიმსი, მეცი-ლორიანი, რენი-ბასტია, ტულუზა-ლილი

10 მაისი:
ლანსი-მონპელიე, სტ. ეტინი-ნიცა, მარსელი-მონაკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული