ლიგა 1. XXXVI ტურის წინ: პარიზელთა გეგმა - 7 ქულა სამ ტურში

AutoSharing Option
ტურს "პარი სენ-ჟერმენი" გახსნის, რომელიც საკუთარ "პარკ დე პრენსზე" "გენგამს" ეთამაშება. პარიზელების მიზანი კარგად მოგეხსენებათ - 7 ქულა დარჩენილ 3 მატჩში. წესით, ლორან ბლანის ბიჭებმა ამას უნდა მიაღწიონ და კიდევ ერთხელ გახდნენ საფრანგეთის ჩემპიონები. თანაც, "გენგამმა" დარჩენა გაინაღდა და მოტივაცია არ შემორჩა.

დედაქალაქელების ფეხის დაცდენის მოლოდინში მყოფი "ლიონი" შაბათ დღეს "კაენთან" დაპირისპირებით ხსნის. უბერ ფურნიეს გუნდს უფრო მძიმე ამოცანა აქვს, რადგან ჯერ ერთი, შეხვედრას სტუმრად მართავს და თანაც, კაენელებს ქულები ძალიან სჭირდებათ.

"ლანსი" უკვე გამოვიტირეთ და მალე მის გზას ოფიციალურად
"მეცსაც" გავუყენებთ, მაგრამ ვინ გავა მე-18 ადგილზე, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ამ ტურმა კი ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს და გამოკვეთოს, რადგან ერთმანეთს უშუალო კონკურენტები - "ევიანი" და "რეიმსი" ხვდებიან, ეს მათთვის სეზონის მატჩია.

კონკურენტებმა კი ამით სარგებლობა უნდა სცადონ და ქულები დააგროვონ.

კვირას ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრებია. "ველოდრომზე" "მარსელი" სეზონის გადარჩენას ეცდება, რისთვისაც "მონაკო" უნდა დაამარცხოს, მაგრამ ამის გაკეთება გაუჭირდება, რადგან მონეგასკები კარგ ფორმაში იმყოფებიან.

იქამდე კი "სენტ ეტიენმა" "ნიცა" უნდა დაამარცხოს და მერე "მარსელს" უქომაგოს, რათა სანუკვარი მესამე ადგილის მეტ-ნაკლებად რეალური შანსი დარჩეს. გარდა ამისა, "მწვანეებს" ჯერ ხუთეულშიც არ გაუნაღდებიათ ადგილი.

ლიგა 1. XXXVI ტური
8 მაისი
პსჟ-გენგამი 22:30

9 მაისი
კაენი-ლიონი 19:00
ბორდო-ნანტი 22:00
ევიანი-რეიმსი 22:00
მეცი-ლორიანი 22:00
რენი-ბასტია 22:00
ტულუზი-ლილი 22:00

10 მაისი
ლანსი-მონპელიე 16:00
სტ. ეტინი-ნიცა 19:00
მარსელი-მონაკო 23:00

ბომბარდირები:
27 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 20 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 15 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), მაქს გრადელი (სენტ ეტიენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული