აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდად ასევე "ლიონის" ფეხბურთელი ნაბილ ფეკირი დასახელდა, რომელსაც მართლაც ძალიან კარგი სეზონი აქვს. ფეკირმა, ვინც 18 ივლისს 22 წლის ხდება, უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც მოასწრო თამაში. სხვათა შორის, წელსვე ფეკირმა "მამლების" მაისურით თავისი სადებიუტო გოლი შეაგდო.
"პარი სენ-ჟერმენი"
წლის მეკარე სტივ მანდანდაა, "მარსელის" გოლკიპერი სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ნომრობას. ორი სიტყვა ლიგა ორზეც ვთქვათ - იქ წლის ფეხბურთელი "ანჟერის" ჯონათან კოჯია გახდა. საუკეთესო კარის დარაჯად "ტრუას" დენის პეტრიჩი დასახელდა, ხოლო მწვრთნელად - ასევე "ტრუას" თავკაცი ჟან-მარკ ფურლანი, რომელმაც ამ გუნდს უმაღლესი ლიგის საგზური გაუნაღდა.
აქვე გთავაზობთ ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებს:
მეკარე: სტივ მანდანდა (მარსელი)
მცველები: კრისტოფ ჟალე (ლიონი), ტიაგო სილვა (პსჟ), დავიდ ლუისი (პსჟ), მაქსველი (პსჟ)
ნახევარმცველები: ხავიერ პასტორე (პსჟ), მარკო ვერატი (პსჟ), დიმიტრი პაიე (მარსელი)
თავდამსხმელები: ნაბილ ფეკირი (ლიონი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"