ლიგა 1. ბოლო ტური: პსჟ-მ დამსახურებული მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალონდელი იყო "პარი სენ-ჟერმენმა" მშვიდად ჩაატარა ბოლო ტურის მატჩი და ძალების დაზოგვით მოუგო "რეიმსს", თანაც კიდევ ერთხელ იზეიმა ჩემპიონობა. ედინსონ კავანიმ დუბლი გაახერხა. ერთიც რომ გაეტანა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწეოდა, მაგრამ 18 გოლიც არ არის ცუდი ურუგვაელისთვის. პსჟ-ს კი 30 მაისს საფრანგეთის თასის ფინალი ელოდება და თუ "ოსერს" მოუგებს, ფრანგულ ჰეთ თრიკს შეასრულებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალექსანდრ ლაკაზეტმა ვერ გაიტანა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გახდა ლიგა ერთის ბომბარდირი 27 გოლით, ხოლო მისმა "ლიონმა" "რენს" მაინც მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილი ისედაც
გარანტირებული ჰქონდა. ლიონელები დაბრუნდნენ.

"მონაკო" დიდი ხანი იბრძოლა მესამე ადგილზე გადასვლისთვის და ამას მიაღწია კიდეც, ბოლო ტურში მონეგასკებს მართალია უმოტივაციო "ლორიანთან", მაგრამ მაინც რთული თამაში ჰქონდათ. მათ უბრალოდ მოეგოთ და ლეონარდო ჟარდიმი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ჩაიჯიბავდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა - შესანიშნავ ფორმაში მყოფმა იანიკ ფერეირა-კარასკომ ბრეტანელებს ერთადერთი გოლი გაუტანა და "მონაკომ" ფანები ბოლომდე ანერვიულა, მაგრამ თავისას მაინც მიაღწია. ენტონი მარტიალმა პენალტი ვერ გაიტანა და "ლორიანს" თამაში რომ გადაერჩინა, ფიასკო მას დაბრალდებოდა.

"მონაკოს" ფეხის დაცდენის იმედად მყოფმა "მარსელმა" თავისი მატჩი მშვიდად მოიგო, მაგრამ... მარსელელბმა თავის თავს უნდა დააბრალონ, ისინი არათუ სამეულში, ერთი ხანობა, უშუალოდ პირველ ადგილზეც ძალიან მყარად იყვნენ, დიდი უპირატესობით, მაგრამ ის გაანიავეს.

მოიგო "სენტ ეტიენმაც", მაგრამ მარსელელებს ბურთების სხვაობით ჩამორჩა. თუმცა კრისტოფ გალტიეს გუნდს ევროპალიგის საგზური მაინც შეხვდა. მართალია, "მწავნეებმა" ოცნება ისევ ვერ აიხდინეს და სამეულში ვერ შევიდნენ და ისევ ცოტა დააკლდათ, მაგრამ ცუდი სეზონი მაინც არ ჰქონიათ.

ცუდი არც "ბორდო" იყო, რომელმაც სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა, თან გამოღვიძებული დიეგო როლანის ორი გოლით უშუალო კონკურენტ "მონპელიეს" მოუგო და მე-6 პოზიციასა და დანარჩენს შორის გამოკვეთილი ხაზი გაუსვა.
ცხრილის ქვედა ნაწილში კი ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ. "ლანსმა" მოიგო და კარი გაიჯახუნა, მაგრამ სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა. მასთან ერთად "მეცი" და "ევიანი" გავარდნენ.

ლიგა ორს, რაც შეეხება, იქ კინაღამ "აიაჩო" გავარდა, მაგრამ საბოლოოდ გადარჩა და სამაგიეროდ "გაზელეკ აიაჩო" გადმოდის, ისევე როგორც "ტრუა" და "ანჟერი".

საფრანგეთი. ლიგა 1. ბოლო ტური
ბორდო-მონპელიე 2:1
გოლები: 1:0 როლანი (9), 2:0 როლანი (39), 2:1 ბაქარი (63)

კაენი-ევიანი 3:2
გოლები: 1:0 ბაზილე (60), 2:0 სუგუ (66-ს.კ-ში), 3:0 ბაზილე (68), 3:1 სორლენი (86), 3:2 სუგუ (90+3)

ლანსი-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 შავარია (4)

ლორიანი-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ფერეირა-კარასკო (20)
მარსიალმა ვერ გაიტანა პენალტი (48. მეკარე)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რ. კარვალიო, კურზავა - ტულალანი, კონდოგბია - ბერნარდო სილვა, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო (90. დირარი) - მარსიალი (77. ჟერმენი)

მარსელი-ბასტია 3:0
გოლები: 1:0 პაიე (14), 2:0 ჯიკუ (39-ს.კ-ში), 3:0 ოკამპოსი (89)

მეცი-ლილი 1:4
გოლები: 0:1 ბალმონი (40), 0:2 გეიე (41), 0:3 რუ (44), 0:4 რუ (69-პენ.), 1:4 პალომინო (83)

პსჟ-რეიმსი 3:2
გოლები: 1:0 კავანი (30), 2:0 რაბიო (45), 2:1 მანდი (54), 3:1 კავანი (83), 3:2 კიეი
პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი, კამარა, ტიაგო სილვა (59. დავიდ ლუისი), დინი - ვერატი, ტიაგო მოტა (70. კაბაი), რაბიო - პასტორე, ლუკასი (77. ლავეცი), კავანი

რენი-ლიონი 0:1
გოლი: 0:1 ნ’ჟიე (86)

სტ. ეტიენი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 გრადელი (36), 2:0 გრადელი (49), 2:1 ბოვიუ (61-პენ.)

ტულუზი-ნიცა 2:3
გოლები: 0:1 მოპე (8), 0:2 ბოტიე (34), 0:3 ბოტიე (53), 1:3 ბენ იედერი (79), 2:3 ტრეხო (81)

ბომბარდირები: 27 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 21 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), მაქს გრადელი (სენტ ეტიენი); 15 - დიეგო როლანი (ბორდო); 14 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზა); 13 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 12 - ჯორდან აიუ (ლორიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული