პსჟ ვახსენეთ და... "გაზელეკ აიაჩო" ჭეშმარიტ ლიგა ერთს "პარკ დე პრენსზე" შეიგრძნობს, სადაც ლორან ბლანის გუნდთან მოუწევს შებმა. პარიზელების ვერმოგება აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩანს, მით უმეტეს, რომ დედაქალაქელთა ამალას, შესაძლოა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ახალწვეული ანხელ დი
"ბორდომ" და "სენტ ეტიენმა" მოულოდნელი და უსიამოვნო მარცხი იწვნიეს. განსაკუთრებით სენსაციური ჟირონდელთა საშინაო წაგება იყო. ამიტომაც ახლა ქულები ორივეს ძალიან სჭირდება.
თუ რა ატმოსფერო დახვდება "ჟოფრუა გიშარზე" ვილი სანიოლს, ეს მან ჩვენზე კარგად იცის. მისი და "მწვანეების" მესაჭის, კრისტოფ გალტიეს ტაქტიკური ჭიდილიც დიდ ინტერესს იწვევს.
სტუმრად "ბორდოს" დამარცხებით ფრთაშეხმული "რეიმსი" "მარსელს" დაუხვდება, რომელსაც მარსელო ბილესა გაექცა. არგენტინელი "კაენთან" მარცხის მერე გადადგა, რისი მიზეზიც მარტო ეს წაგება არ ყოფილა - მან გუნდის უფროსობასთან საერთო ენა ვერაფრით გამონახა და სატრანსფერო პოლიტიკა ვერ შეათანხმა.
"ველოდრომის" ბინადრებს, დროებით, კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, 49 წლის ფრანკ პასი თავკაცობს. იგი 2012 წლის მერე სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად მუშაობდა.
"ლიონი" ბრეტანს სტუმრობს და "გენგამთან" შეეცდება 3 ქულის მოპოვებას. უბერ ფურნიეს გუნდმა სეზონი მძიმედ დაიწყო, სუპერთასი უშანსოდ წააგო და შინ "ლორიანს" ვერ აჯობა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. ლიონელთა ერთ-ერთი მთავარი შენაძენია კლაუდიო ბოვიუ, რომელიც კლუბმა სწორედ "გენგამიდან" დაიმატა და ეს ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს.
ლიგა 1. II ტური
14 აგვისტო
მონაკო-ლილი 22:30
15 აგვისტო
სტ. ეტიენი-ბორდო 19:00
ანჟერი-ნანტი 22:00
გენგამი-ლიონი 22:00
ტრუა-ნიცა 22:00
კაენი-ტულუზა 22:00
რენი-მონპელიე 22:00
16 აგვისტო
რეიმსი-მარსელი 16:00
ლორიანი-ბასტია 19:00
პსჟ-გაზ. აიაჩო 23:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"