მარსელელთა ახალმა მწვრთნელმა მიჩელმა ძალიან კარგად დაიწყო, ესპანელის პირველი მატჩი "ტრუას" განადგურებით დასრულდა და ფანებს იმედი გაუჩნდათ, რომ "მარსელში" ახალი წარმატებული ეპოქა იწყება. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა გუნდი უსუსური "გენგამის" დამარცხებას.
"ლილს" კარგი შანსი აქვს, რომ სეზონის
მონპელიელებს სამი წაგება აქვთ და ჯერ არ გაუტანიათ.
აღზევებულ გუნდებს შორის ყველაზე თამამი და წარმატებული "ანჟერი", რომელსაც 7 ქულა აქვს, "ნიცას" მასპინძლობს და მორიგი სიურპრიზის შემოთავაზებას შეეცდება.
7-ქულიანთა კლუბიდან "ბასტიასა" და "ნანტს" საგარეო მატჩები ელოდებათ, შესაბამისად - "სენტ ეტიენთან" და "ბორდოსთან".
ვერც "მწვანეებმა" დაიწყეს კარგად და ვერც ჟირონდელებმა. მათ ქულები სჭირდებათ, ისევე, როგორც "ლიონს", რომელმაც ძალიან უფერულად დაიწყო და ყოჩაღად მოთამაშე "კაენთან" უწევს ვიზიტი. ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ლორიანს" მასპინძლობს და გამარჯვებას გეგმავს. თუ მიზანს მიაღწევს, 4 ტურში 9 ქულა შესანიშნავი შედეგი იქნება.
ცენტრალური შეხვედრა კი, ცხადია, "ლუი მეორეზეა". ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით გულდაწყვეტილი მონეგასკები საშინაო ასპარეზზე გადმოერთვებიან და შეეცდებიან, ფანებს ბოდიში პსჟ-ის ძლევით მოუხადონ.
ლორან ბლანს სურს, რომ დასაწყისში რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვოს და წინ გაიქცეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ეტაპის დროს საშინაო არენაზე საფიქრალი აღარ ჰქონდეს. საინტერესოა, პარიზელთა რიგებში ამჯერად მაინც თუ ვიხილავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ან ანხელ დი მარიას.
ლიგა 1. IV ტური
28 აგვისტო
გენგამი-მარსელი 22:30
29 აგვისტო
კაენი-ლიონი 19:00
ანჟერი-ნიცა 22:00
ტრუა-მონპელიე 22:00
ლილი-გაზ. აიაჩო 22:00
რეიმსი-ლორიანი 22:00
რენი-ტულუზი 22:00
30 აგვისტო
სტ. ეტიენი-ბასტია 16:00
ბორდო-ნანტი 19:00
მონაკო-პსჟ 23:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"