ლიგა 1. VII ტური: "სენტ ეტიენი" პსჟ-ს კვალში უდგას

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენს" ზედიზედ ორი ფრე ჰქონდა და ამ ჩაგდებული მატჩების მერე, გუნდს უნდა მოეგო. მეტოქედ კი გამოღვიძებული "გენგამი" ჰყავდა, ჟოსელინ გურვენეკის ბიჭებს მიჯრით სამჯერ ემარჯვათ.

პარიზელები მე-18 წუთზე ხავიერ პასტორემ დააწინაურა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით. მიუხედავად ამისა, დედაქალაქელებმა ფანებითურთ გვარიანად ინერვიულეს, რადგან 76-ე წუთამდე სხვაობა მინიმალური იყო.

მერე კი ანხელ დი მარიას ჯერი დადგა და მან ჯერ თავად შეაგდო, ხოლო ცოტა ხანში არგენტინელმა ზლატანს გაატანინა. იბრას 3:0-ის შემდგომაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ლორან ბლანის გუნდმა სამი გოლი იკმარა,
არგენტინელებისა და იბრაკადაბრას წყალობით დაამარცხა მეტოქე და ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს.

პსჟ-ს კუდში "სენტ ეტიენი" მისდევს, "მწვანეებმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, რაშიც მათ "ტრუას" ტომას აიასეს ავტოგოლი დაეხმარა. ათკაციანი "ბორდო" "ალიანც რივიერაზე" "ნიცასთან" განადგურდა. "ლიონმა" ასევე კაცნაკლულ "ბასტიასთან" მოახერხა გამარჯვება.

"გაზელეკ აიაჩო" კი სეზონის პირველ 3 ქულასთან ახლოს გახლდათ, მაგრამ ჯოვანი სიომ 89-ე წუთზე "რენს" ქულა გადაურჩინა. "ლორიანმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო დაამარცხა რა "ლორიანი". "ანჟერმა" და "რეიმსმა" კი ქულა რომ გაიყვეს ალბათ იცით და ისიც, რომ ჯაბა კანკავამ რეიმსელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

VII ტური
ტრუა-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 აიასე (13 ს.კ.)

ლორიანი-კაენი 2:0
გოლები: 1:0 მუკანჯო (13), 2:0 ვარისი (36)

გაზ. აიაჩო-რენი 1:1
გოლები: 1:0 ლარბი (45), 1:1 სიო (89)

ნიცა-ბორდო 6:1
გოლები: 0:1 პლაშილი (6), 1:1 ჟერმენი (33), 2:1 ლე ბიანი (42), 3:1 პალუა (52-ს.კ-ში), 4:1 ბენ არფა (68), 5:1 ბენ არფა (75), 6:1 მენდი (84)
გაძევება: კრიველი (50. ბორდო)

ლიონი-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 კალულუ (18), 2:0 ტოლისო (88)
გაძევება: კამანო (45. ბასტია)

ტულუზი-მარსელი 1:1

ბომბარდირები: 5 - ედინსონ კავანი (პსჟ), 4 - ჰატემ ბენ არფა (ნიცა), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ჯოვანი სიო (რენი), ვალერ ჟერმეინი (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული