ლიგა 1. VIII ტური: პსჟ წინ მიიწევს, "სენტ ეტიენი" გააჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" ნანტში პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში ლორან ბლანის მძიმე არტილერია ჩაერთო საქმეში და პარიზელებმა "იადონებისგან" ქვა-ქვაზე არ დატოვეს. კარგი მატჩი ჩაატარა ანხელ დი მარიამ. ედინსონ კავანიმ მორიგი გოლი შეაგდო, თანაც შეცვლაზე შესულმა და ბომბარდირთა დავაში თანალიდერია. თავის სტიქიაში გახლდათ ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, ხოლო სერჟ ორიემ ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენ გაოცებას აგრძელებენ "რეიმსი" და "ანჟერი". ტურის გამხსნელ შეხვედრაში რეიმსელებმა "ლილს" აჯობეს. დავიდ ნ’გოგმა პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მეორე ნახევარში შეცდომა გამოასწორა და გამარჯვების გოლი
შეაგდო. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და გეგმიური ყვითელი ბარათიც მიიღო, მაგრამ ქება დაიმსახურა, მას საფრანგეთში კარგი პრესა აქვს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ანჟერმა" კი "ველოდრომზე" იმარჯვა. მიჩელი პოსტზე მოსვლის მერე შინ მაინც ათამაშებდა კარგად თავის გუნდს, ახლა კი "მარსელი" საკუთარ კედლებშიც დამარცხდა და ამ გუნდის კრიზისი გრძელდება.

ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა "რენმა". ფილიპ მონტანიე შინ დაუზავდა აუტსაიდერ "ტრუას". ბრეტანელებმა ორი ქულა დაკარგეს.

მოუგებლად რჩება "გაზელეკ აიაჩო". გასაჭირში მყოფ კორსიკელებს ამჯერად "კაენმა" აჯობა, რომელმაც მე-8 შეხვედრიდან მე-5 მოიგო.

სამაგიეროდ, ნავსი გატეხა "მონპელიემ", რომელმაც მძიმედ, მაგრამ მაინც მოუგო "ლორიანს" და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.

კორსიკის ხსენებაზე ისიც ვთქვათ, რომ "ბასტიამ" "ტულუზა" გაანადგურა და საინტერესო ის არის, რომ ვეტერანმა მცველმა სებასტიან სკილაჩიმ ერთბაშად ორი გოლი გაიტანა.

"ბორდომ" მოულოდნელად ძალიან ადვილად მოუგო "ლიონს", ხოლო "მონაკომ" ისევ დაკარგა ქულები. მონეგასკები უხვგოლიან თრილერში ბოლო წუთებამდე უგებდნენ "გენგამს", მაგრამ ნიკოლა ბენეზემ დუბლი გაიფორმა და თავისიანებს ქულა მოუტანა.

"სენტ ეტიენს" კი მიჯრით 5-მოგებიანი სერია "ნიცამ" შეუწყვიტა. ნიცელები საუცხოო ფორმაში შევიდნენ და "ჟოფრუა გიშარზე" 4:1 იმარჯვეს, ამას მოხერხება უნდა. მათ არც იმან შეუშალა ხელი, რომ მატჩი 9 კაცით ჩაამთავრეს. ამჯერადაც გაილაღა ატემ ბენ არფამ. მარცხის მიუხედავად, "მწვანეები" მეორე ადგილს ინარჩუნებენ.

VIII ტური
რეიმსი-ლილი 1:0
გოლი: 1:0 ნ’გოგი (56)
შენიშვნა: ნ’გოგმა ვერ გამოიყენა პენალტი (20)

ნანტი-პსჟ 1:4
გოლები: 1:0 ბამუ (11), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (48), 1:2 კავანი (73), 1:3 დი მარია (80), 1:4 ორიე (90)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კურზავა - ვერატი, სტამბული (66. ტიაგო მოტა), პასტორე - ლუკასი (65. კავანი), დი მარია (83. ლავეცი), იბრაჰიმოვიჩი

ბასტია-ტულუზი 3:0
გოლები: 1:0 პალმიერი (8), 2:0 სკილაჩი (31), 3:0 სკილაჩი (43)

ბორდო-ლიონი 3:1
გოლები: 1:0 ხაზრი (17), 2:0 პლაშილი (40), 3:0 პლაშილი (45+2)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - ჟალე, როზი, უმტიტი, მორელი - ტოლისო (69. მალბრანკი), ფერი, მვუემბა - ვალბუენა (54. გეზალი) - ბოვიუ, კორნიე (80. კალულუ)

კაენი-აიაჩო 2:0
გოლები: 1:0 როდელენი (28), 2:0 იმორუ (55)

მარსელი-ანჟერი 1:2
გოლები: 0:1 მანგანი (38-პენ.), 0:2 ტომასი (69), 1:2 ბატშუაი(79-პენ.)

გენგამი-მონაკო 3:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (14), 1:1 პრივატი (30), 1:2 რაჯი (45), 2:2 ბენეზე (65), 2:3 დირარი (71), 3:3 ბენეზე (89)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ტურე (35. ა. ტრაორე), უოლასი, რ. კარვალიო, რაჯი - ფაბინიო, ბაკაიოკო - დირარი, ლემარი (65. პაშალიჩი), ბერნარდო სილვა - ელ შაარავი (78. ლ. ტრაორე)

მონპელიე-ლორიანი 2:1
გოლები: 1:0 ბენსებაინი (6), 1:1 აბდულა (48), 2:1 მარტინი (57)
გაძევება: აბდულა (90. ლორიანი)

სტ. ეტიენი-ნიცა 1:4
გოლები: 0:1 კოზიელო (5), 1:1 პერენი (19), 1:2 ბენ არფა (39), 1:2 ბენ არფა (45), 1:3 სერი (53)
გაძევება: მენდი (62. ნიცა), ლე მარშანი (81. ნიცა)

ბომბარდირები: 6 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ)

გადადებული მატჩი
29 სექტემბერი:
ლილი-ნანტი.

მომდევნო ტური
2 ოქტომბერი:
ლიონი-რეიმსი.

3 ოქტომბერი:
ანჟერი-ბასტია, ტრუა-გენგამი, გაზ. აიაჩო-ტულუზა, ნიცა-ნანტი.

4 ოქტომბერი:
მონაკო-რენი, ლორიანი-ბორდო, კაენი-სტ. ეტიენი, პსჟ-მარსელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული