პსჟ-ს გოლი კლუბის მაღაზიის ყოფილმა გამყიდველმა გაუტანა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ძალიან საინტერესო და სახალისო შემთხვევა მოხდა.

"ნანტი" "სტად დე ლა ბუჟუარზე" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობდა და "იადონებმა" მეტოქეს პირველი ტაიმი მოუგეს კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ვეღარაფერს გახდნენ და დამარცხდნენ - 1:4.

მთავარი კი ამ ისტორიაში ის არის, რომ ნანტელები იასინ ბამუს გოლით იგებდნენ. პარიზში დაბადებული 23 წლის მაროკოელი წელიწად-ნახევრის წინათ ჯერ კიდევ სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, სანამ მას "იადონთა" სკაუტები შენიშნავდნენ.

თუმცა, პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით 2 წლის წინათ, ის სწორედ პსჟ-ის მაღაზიაში მუშაობდა და
პარიზელთა მაისურებს ჰყიდდა... საიდან სადაო, ამაზეა ნათქვამი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოდა წარმატება ამ ფეღბურთელს, გულით მინდა წარმატებას ეზიაროს.
isak
12:10 01-10-2015
0
სწორედ გამყიდველად უნდა დააჯინო ბარეორი ქართველი ფეხბურთელი
giga
13:35 01-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული