ლიგა 1. IX ტური: ჯაბა კანკავას "რეიმსის" მარცხი "ლიონთან"

AutoSharing Option
3 ოქტომბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ლიონს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ მან ხელით ითამაშა, რის გამოც დაინიშნა პენალტი "რეიმსის" კარში, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტმა ვერ გაიტანა. 4 წუთში ლაკაზეტმა თავისას მაინც მიაღწია.

კვირას ჩემპიონატის კლასიკი გაიმართება - "პარი სენ-ჟერმენი" "მარსელს" მასპინძლობს.

ლიონი-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 ლაკაზეტი (44)
შენიშვნა: ლაკაზეტმა (ლიონი) ვერ გაიტანა პენალტი(40)

ანჟერი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 კეტკეოფომფონი (41)
შენიშვნა: კამარამ (ანჟერი) ვერ გაიტანა პენალტი (43)

ტრუა-გენგამი 0:1
გოლი: 0:1 სანკარე (81)
გაძევება: აიასი (85. ტრუა)

გაზ. აიაჩო-ტულუზი 2:2
გოლები: 0:1 ბრაიტვეიტი (21), 1:1 მაი (25), 2:1 პუჟოლი (44), 2:2 სილა (49 ს. კ.)

ნიცა-ნანტი 2:2
გოლები: 0:1 ილოკი (8), 1:1 ჟერმეინი (21), 2:1 ჟერმეინი (37), 2:2 თომასონი (40)

1. პსჟ - 20 ქულა; 2. ანჟერი - 18; 3. სტ. ეტიენი - 16; 4. რენი - 15; 5. ლიონი - 15.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული