ლიგა 1. X ტური: "მონაკო" და "ლიონი" ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონატი განახლდა საფრანგეთშიც, სადაც ლიგა 1-ის მე-10 ტური "მონაკოსა" და "ლიონის" დაპირისპირებით გაიხსნა. 16 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - ფრე 1:1.

ანგარიში 39-ე წუთზე მარიო პაშალიჩმა გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე "ლიონი" მარცხისგან მცველმა რაფაელმა იხსნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მასპინძლებს კაცნაკლულნი დარჩნენ - 66-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან უოლესი გააძევა.

ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში "ლიონი" 16 ქულით მეხუთე ადგილზეა, "მონაკო" კი 14 ქულით მეათე პოზიციას იკავებს.

მე-10 ტურის დანარჩენი
შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

ლიგა 1. X ტური
17 ოქტომბერი
ბასტია-პსჟ 19:00
სტ. ეტიენი-გაზ. აიაჩო 22:00
გენგამი-ლილი 22:00
ნანტი-ტრუა 22:00
რეიმსი-კაენი 22:00
ტულუზი-ანჟერი 22:00

18 ოქტომბერი
მარსელი-ლორიანი 16:00
ბორდო-მონპელიე 19:00
რენი-ნიცა 23:00.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული