ლიგა 1. XIII ტური: პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
7 ნოემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ლიდერმა "პარი სენ-ჟერმენმა" შინ ქვა-ქვაზე არ დატოვა "ტულუზისგან" - 5:0. დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, თითო გოლი გაიტანეს სამხრეთამერიკელებმა, ანხელ დი მარიამ, ლუკას მოურამ და ესეკიელ ლავეციმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვლავ დამარცხდა ჯაბა კანკავას "რეიმსი", რომელიც შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "გაზელეკ აიაჩოსთან" ვერას გახდა - 1:2. ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.

პსჟ-ტულუზი 5:0
გოლები: 1:0 დი მარია (5), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (18), 3:0 ლუკასი (66), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (75), 5:0
ლავეცი (78)

ლორიანი-ტრუა 4:1
გოლები: 1:0 ჟენო (33), 2:0 მუკანჯო (58), 2:1 ნივე (62-პენ), 3:1 ნდონგი (78), 4:1 მუკანჯო (91-პენ)

ლილი-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 დანიკი (73), 1:1 სიდიბე (87)
გაძევება: ბუფალი (82. ლილი)

მონპელიე-ნანტი 2:1
გოლები: 1:0 რუსილიონი (12), 1:1 ბამუ (63), 2:1 ჰილტონი (90)

კაენი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 ფერე (62), 2:0 დელორი (71), 2:1 ლევეკი (85)

რეიმსი-გაზ. აიაჩო 1:2
გოლები: 0:1 ბუტაიბი (34), 0:2 ზუა (71), 1:2 კიეი (77)

1. პსჟ - 35 ქულა; 2. კაენი - 24; 3. ლიონი - 22; 4. სტ. ეტიენი - 22; 5. ანჟერი - 22.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული