ანხელ დი მარიამ ჯარიმიდან დარტყმით გაიტანა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში თანალიდერია. ხოლო თითო ცვლილებაზე შემოსულებმა, ლუკასმა და ესეკიელ ლავეციმ შეაგდეს.
გაინტერესებთ, ვინ არის ბომბარდირებში თანალიდერი? - ბილე მუკანჯო. დიახ! "ლორიანი" თავის შემტევთან ერთად შეუჩერებელია და თასის მატჩის გათვალისწინებით, ბოლო 10 შეხვედრაში ბრეტანელებს 6 მოგება, 3 ფრე და ერთადერთი მარცხი აქვთ. ევროზონაც იქვეა.
სკეპტიკოსების გულის გასახარად, საოცარი
"მონპელიეს" საოცრად საჭირო სამი ქულა ვეტერანი ბრაზილიელი ილტონის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. "კაენმა" კი "გენგამი" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ისკუპა.
ამასობაში, "გაზელეკ აიაჩო" დაიქოქა. კორსიკელებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს - პირველი საგარეო. მისი მსხვერპლი "რეიმსია", რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ. ქართველი ნახევარმცველი შემადგენლობას კი დაუბრუნდა, მაგრამ სამწუხაროდ, რეიმსელები დამარცხდნენ.
ისევ შერცხვა "მარსელი", რომელმაც ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქესთან, "ნიცასთან" წააგო. ნიცელებმა უიღბლო სერიას ვალერი ჟერმენის გოლით დაუსვეს წერტილი. ჟერმენის ყოფილი გუნდი "მონაკო" კი ამ ტურამდე ძალიან უფერულ "ბორდოსთან" დაეცა და უფრო დაუმძიმდა სატურნირო მდგომარეობა.
მთავარი მატჩი კი "ჟერლანზე" იყო - ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დერბი "ლიონსა" და "სენტ ეტიენს" შორის. ლიონელებმა ამ შეხვედრაში "მწვანეები" წითლად შეღებეს. ალექსანდრ ლაკაზეტმა მიზანში ზუსტად სამჯერ გაისროლა და მასზე პატივსაცემი და "ლიონის" ფანებისთვის საყვარელი ადამიანი ამ წუთას დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
XIII ტური
ანჟერი-რენი 0:2
გოლები: 0:1 დუკურე (4), 0:2 ფერნანდესი (61)
პსჟ-ტულუზი 5:0
გოლები: 1:0 დი მარია (6), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (18), 3:0 ლუკასი (66), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (75), 5:0 ლავესი (78)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, კურზავა - რაბიო, ტიაგო მოტა (78. სტამბული), მატუიდი - დი მარია (64. ლავესი), კავანი (63. ლუკასი), იბრაჰიმოვიჩი
ლორიანი-ტრუა 4:1
გოლები: 1:0 ჟანო (33), 2:0 მუკანჯო (58), 2:1 ნივე (63-პენ.), 3:1 ნდონგი (78), 4:1 მუკანჯო (90+2-პენ.)
ლილი-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 დანიკი (73), 1:1 სიდიბე (87)
გაძევება: ბუფალი (82. ლილი)
მონპელიე-ნანტი 2:1
გოლები: 1:0 რუსიიონი (12), 1:1 ბამუ (63), 2:1 ილტონი (90)
კაენი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 ფერე (62), 2:0 დელორი (71), 2:1 ლევეკი (85)
რეიმსი-გაზ. აიაჩო 1:2
გოლები: 0:1 ბუტაიბი (34), 0:2 ზუა (71), 1:2 კიეი (77)
მარსელი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 ჟერმენი (16)
ბორდო-მონაკო 3:1
გოლები: 0:1 ელდერ კოშტა (23), 1:1 მორის-ბელაი (36), 2:1 იატაბარე (40), 3:1 პლაშილი (48)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო (62. ბოშილია), ელდერსონი - მოუტინიო, ტულალანი, პაშალიჩი (75. ა. ტურე) - ბერნარდო სილვა, ელდერ კოშტა (54. ელ შაარავი), კარილიო
ლიონი-სტ. ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (41), 2:0 ლაკაზეტი (59), 3:0 ლაკაზეტი (90+3)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - რაფაელი (67. ჟალე), იანგა-მბივა, უმტიტი (72. ბედიმო), მორელი - გონალონი (31. დარდერი), ფერი, ტოლისო - ვალბუენა - ლაკაზეტი, ბოვიუ
ბომბარდირები: 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ბილე მუკანჯო (ლორიანი); 8 - მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ)
მომდევნო ტური
20 ნოემბერი:
ნიცა-ლიონი
21 ნოემბერი:
ლორიანი-პსჟ, მონაკო-ნანტი, გენგამი-ტულუზი, ტრუა-ლილი, მონპელიე-რეიმსი, ბასტია-გაზ. აიაჩო
22 ნოემბერი:
კაენი-ანჟერი, რენი-ბორდო, სტ. ეტიენი-მარსელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"