საფრანგეთში ფანმა პეტარდით სტიუარდს თითები წააძრო

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში, "ლიონსა" და "სენტ ეტიენს" შორის, ინციდენტი მოხდა - გულშემატკივრების მიერ ნასროლმა ჭექუნამ (იგივე პეტარდა) მატჩის მომსახურე სტიუარდს ორი თითი წააძრო.

სტიუარდი "ჟერლანის" ჩრდილოეთ ტრიბუნასთან იდგა, როცა ინციდენტი მოხდა. ის მაშინვე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ლიონის პოლიციამ დაიწყო გამოძიება დამნაშავე ფანის გამოსავლენად. შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირებაში "ლიონმა" ალექსანდრ ლაკაზეტის ჰეთ თრიკის წყალობით,3:0 მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული