პსჟ-მ მაისურზე სპონსორის ლოგო შეცვალა სლოგანით "მე ვარ პარიზი"

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მაისურზე სპონსორ Fly Emirates-ის ლოგოს ნაცვლად "Je suis Paris" ("მე ვარ პარიზი") დაიწერა.

სპეციალურ მაისურებში გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს: ჩემპიონთა ლიგაზე "მალმიოსთან" და საფრანგეთის ჩემპიონატში, "ტრუას" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს ტერორისტებმა პარიზში ტერაქტების სერია განახორციელეს, მათ შორის ერთი - სტადიონ "სტად დე ფრანსის" სიახლოვეს. ტერაქტებს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული