ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'equipe-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და უახლოეს პერიოდში გაახმოვანებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა თამაშზე იმოქმედებს.
შედეგად, სტუმარი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის ლიგა 1-ის მე-16-მე-18 ტურები, ლიგა 2-ის მე-17-მე-18 ტურები და ასევე, საფრანგეთის თასის შეხვედრები, რომელიც 5-6 დეკემბერს ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთში თავის გუნდს ვერ დაეხმარებიან დონეცკის "შახტარის" გულშემატკივრები. 10 დეკემბერს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6