ვალბუენას ინტიმური ვიდეოს სკანდალურ საქმეში სამირ ნასრიც გარეულია?

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელ მატიო ვალბუენას შანტაჟის შესახებ ხმაურიანი საქმის კიდევ ერთი მონაწილე, შესაძლოა, სამირ ნასრი იყოს.

სამართალდამცველების მიერ სატელეფონო საუბრების გაშიფვრის შემდეგ ირკვევა, რომ "მანჩესტერ სიტის" მოთამაშემ იცოდა ვალბუენასთვის ფულის გამოძალვის მცდელობის შესახებ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნასრიმ შესაძლოა იცოდეს იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ვალბუენას აშანტაჟებდნენ.

თავად ნასრი "ლიონის" ჰავბეკის შანტაჟის სკანდალთან თავის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

"ეს ისტორია ყველამ იცის და არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ამის შესახებ მეც გავიგე. თუმცა არ მინდა ამ ისტორიაში გამრიონ. ფეხბურთის თამაშით იმდენ თანხას ნამდვილად გამოვიმუშავებ,
რომ მსგავს საქმეებში ცხვირი არ ჩავყო და სხვის პრობლემებზე ხელი არ მოვითბო".

შეგახსენებთ, რომ ვალბუენას უცნობები მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ, თუკი ის 15 ათას ევროს არ გადაიხდიდა. საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ქარიმ ბენზემა დაჰკითხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული