მე-17 ტურის სასტარტო შეხვედრაში "ნიცამ" საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ლიდერს პსჟ-ს უმასპინძლა და 0:3 განადგურდა.
35-ე წუთზე ანგარიში ედისონ კავანიმ გახსნა, 44-ე და 61-ე წუთზე კი შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი გაიფორმა და პარიზულ გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა.
ჩატარებული 17 შეხვედრის შემდეგ პსჟ სატურნირო ცხრილს 45 ქულით სათავეში უდგას და მეორე ადგილოსან "კაენს" 16 ქულით უსწრებს. "ნიცა" კი 25 ქულით მე-5 ადგილზეა.
მეორე შეხვედრაში "რენმა" "მარსელი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით
შეხვედრის ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე რემი კაბელას ანგარიშზეა.
ამრიგად, "მარსელს" 22 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მერვე პოზიცია დაიკავა, "რენი" კი ასევე 22 ქულით მეათეა.
დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.
5 დეკემბერი
ლიონი-ანჟერი 20:00
გაზ. აიაჩო-ნანტი 23:00
ბასტია-მონაკო 23:00
კაენი-ლილი 23:00
რეიმსი-ტრუა 23:00
ტულუზი-ლორიანი 23:00
6 დეკემბერი
მარსელი-მონპელიე 17:00
ბორდო-გენგამი 20:00
სტ. ეტიენი-რენი 00:00