საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კურიოზული სიტუაცია შეიქმნა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-ის დომინირება გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჯიბეში აქვთ ჩემპიონობა.

სასწაული უნდა მოხდეს, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-მა ჩემპიონობას ვერ მიაღწიოს.

პსჟ-ს 19 მატჩში 51 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "მონაკოს" 19 ქულით უსწრებს.

საოცარი და კურიოზული კი ის არის, რომ "მონაკო" (32 ქულა) უფრო ახლოს არის მე-19 ადგილზე მყოფ "ტულუზთან" (17 ქულა), ვიდრე პირველადგილოსან პსჟ-სთან.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული