"მონაკომ" სტეფან ელ-შაარავი შარში გახვია

AutoSharing Option
ფრანგული "მონაკო" გუნდის იტალიელი ფორვარდის, სტეფან ელ-შაარავის გამოსყიდვას არ აპირებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.

ელ-შაარავი "მილანიდან" "მონაკოში" იჯარის წესით გადაბარგდა და იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი ფორვარდი სეზონში 25 შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას, ფრანგული გუნდი იძულებული გახდებოდა, ის 14 მილიონ ევროდ გამოესყიდა.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობამ იტალიელებს უკვე შეატყობინა, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებენ. ამიტომ ადრიანო გალიანის ახლა ფორვარდისთვის სხვა გუნდის მოძებნა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაფხულამდე მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს: მისი ამჟამინდელი კლუბი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ფეხბურთელს
თამაშის უფლებას, რომ არ ამოქმედდეს კონტრაქტში მითითებული პუნქტი გამოსყიდვის შესახებ.

რამდენიმე კლუბი მართლაც არის დაინტერესებული ელ-შაარავის შეძენით. ტურინის "იუვენტუსს" ძაძას შემცვლელად სწორედ იტალიელს მოიაზრებს. ტურინელთა გარდა, ფეხბურთელით "რომა", "ფიორენტინა" და "ჯენოა" ინტერესდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული