საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური: პსჟ წინ, 21 ქულით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ანჟერმა" "ალიანც რივიერაზე" პირველი ტაიმი მოიგო და მორიგ პოზიტიურ შედეგთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ "ნიცას" ჰყავს ატემ ბენ არფა, რომელმაც მეტოქის მცველები გააწამა და ერთი ისეთი სოლო-რეიდი შემოგვთავაზა, ლიონელ მესის ნამდვილად შეშურდებოდა.

მატჩის მიწურულს კი ბენ არფამ ორი პენალტი შეაგდო და "ნიცას" ძვირფასი 3 ქულა მოუტანა.

უბრალოდ არ გვითქვამს, "ტულუზმა" გამოიღვიძაო, ეს მართლაც ასეა და ამ გუნდმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია "პარი სენ-ჟერმენს", მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი მაინც გაიტანა და იბრაკადაბრას კინკილა გოლით პარიზელებმა მაინც მოიგეს.

არ გაუმართლათ გასაჭირში მყოფ გუნდებს.
"გენგამს" 2:0 მიჰყავდა "ნანტთან", მაგრამ მეორე ტაიმში "იადონთა" მხრიდან იასინ ბამუმ გაიბრწყინა, გოლს პლუს პასი "გამოაცხო" და საბოლოო ჯამში, მიშელ დერ ზაქარიანის ბიჭებმა ბოლო წუთზე გაათანაბრეს.

2:0-ს იგებდა "ტრუაც", თანაც მე-15 წუთისთვის და ფანებმა, ალბათ, იფიქრეს, არიქა, როგორც იქნა ვიმარჯვებთო, მაგრამ... "რენმა" დამაჯერებლად მოიგო ეს შეხვედრა - 2:4.

კარგი მატჩი გამოვიდა "გაზელეკ აიაჩოსა" და "რეიმსს" შორისაც. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და ქართველი ნახევარმცველის გუნდი იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, "გაზელეკ აიაჩოს" ხანგრძლივი წაუგებელი სერია მაინც ვერ შეუწყვიტა - 2:2. რეიმსელები სახიფათო ზონაში რჩებიან.

"ბასტიამ" ფლორენ აიიტეს გოლით "მონპელიეს" სძლია. მატჩი ორივე გუნდმა 10 კაცით დაამთავრა. ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი "ბორდოსა" და "ლილის" შეხვედრაშიც და ეს ბურთი შეიკ დიაბატემ შეაგდო, რომელიც ფორმაში შედის.

"მონაკომ" მეორე ტაიმის დებიუტში მოაგვარა ყველაფერი "ლორიანთან" საგარეო მატჩში და მეორე ადგილზე გადავიდა. გრძელდება "მარსელის" წარმატებული სერიაც, მიჩელის კლუბმა მე-7 პოზიციამდე ამოყვინთა.

"სენტ ეტიენში" კი ქალაქის ახალი გმირია ჰაუგესუნდში დაბადებული ნორვეგიელი ალექსანდრ სოდერლუნდის სახით, რომელმაც "მწვანეებს" "ლიონთან" "დერბი დუ რონი" მოაგებინა და ფანები სიხარულისგან გააგიჟა. "სენტ ეტიენმა" "ლიონს" გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ზონას ორ ქულამდე მიუახლოვდა.

XXI ტური

ნიცა-ანჟერი 1:2
გოლები: 0:1 კაპელი (24), 1:1 ბენ არფა (80-პენ.), 2:1 ბენ არფა (84-პენ.)

ტულუზი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (73)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი (61. ვან დერ ვილი), დავიდ ლუისი, მაქსველი - სტამბული (78. ვერატი), ტიაგო მოტა, მატუიდი - პასტორე (19. კავანი), ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი

გენგამი-ნანტი 2:2
გოლები: 1:1 ბენეზე (3), 2:0 სალიბუ (24), 2:1 კერბრატი (64-ს.კ-ში), 2:2 საბალი (90)
გაძევება: სანხარე (90. გენგამი)

ტრუა-რენი 2:4
გოლები: 1:0 კამიუ (7), 2:0 ჟანი (15), 2:1 დიანი (21-პენ.), 2:2 დემბელე (28), 2:3 დიანი (39-პენ.), 2:4 გროსიცკი (81)

ბორდო-ლილი 1:0
გოლი: 1:0 დიაბატე (51)

გაზ. აიაჩო-რეიმსი 2:2
გოლები: 1:0 ბუტაიბი (2), 1:1 დე პრევილი (22), 1:2 დე პრევილი (31), 2:2 ჯოკოვიჩი (72)

ბასტია-მონპელიე 1:0
გოლი:L1:0 აიიტე (48)
გაძევება: ფოფანა (65. ბასტია), კონგრე (68. მონპელიე)

ლორიანი-მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ლემარი (53), 0:2 მოუტინიო (57)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, უოლასი, ტულალანი (69. პაშალიჩი), კოენტრაო - ბაკაიოკო, ფაბინიო - მოუტინიო, ლემარი (76. ელდერ კოშტა), დირარი (28. ბ. სილვა) - კარილიო

კაენი-მარსელი 1:3
გოლები: 0:1 ბატშუაი (12), 0:2 ნ’კუდუ (60), 1:2 როდელენი (67), 1:3 სარი (83)

სტ. ეტიენი-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 სოდერლუნდი (76)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე (90+1. კორნიე), იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი - ფერი (73. ფერი), გონალონი, ტოლისო - გეზალი, გრენიე (83. კალულუ), ლაკაზეტი

ბომბარდირები: 16 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ატემ ბენ არფა (ნიცა)

მომდევნო ტური
22 იანვარი:
რენი-გაზ. აიაჩო

23 იანვარი:
პსჟ-ანჟერი, გენგამი-ბასტია, ნანტი-ბორდო, ლილი-ტრუა, მონპელიე-კაენი, ნიცა-ლორიანი

24 იანვარი.
მონაკო-ტულუზი, რეიმსი-სტ. ეტიენი, ლიონი-მარსელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული