ჯაბა კანკავას "რეიმსს" 2 დეკემბრის მერე არ მოუგია, ამიტომაც ქართველის გუნდი უკვე ლამის გასავარდნ ზონაში ჩაეშვა, მას მერე, რაც სტუმრად "ლორიანთან" 0:2 დამარცხდა. ჯაბამ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.
"ანჟერმა" მეორეადგილოსანი "მონაკო" შინ 3:0 გაანადგურა, ასე რომ, კვირად "პარი სენ-ჟერმენს" "მდევართან" კიდევ უფრო მეტად დაშორება შეუძლია. წაგებულთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ვაგნერ ლავს.
ფრედერიკ ანტცის ხელმძღვანელობით "მონპელიემ" პირველად ითამაშა და 4:0 იმარჯვა სტუმრად "გაზელეკ აიაჩოსთან".
ბრანდაოს ერთადერთი გოლით, 10-კაციანმა "ბასტიამ" "ლიონი"
ანჟერი-მონაკო 3:0
გოლები: 1:0 ნ'დოი (19), 2:0 ნ'დოი (43), 3:0 იატარა (55)
ტრუა-ნანტი 0:1
გოლი: 0:1 ჟილე (41)
ლორიანი-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 ზ. ტურე (15), 2:0 ზ. ტურე (52)
გაზ. აიაჩო-მონპელიე 0:4
გოლები: 0:1 იატაბარე (14), 0:2 მარტენი (41-პენ), 0:3 დაბო (52), 0:4 დაბო (57)
ბასტია-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 ბრანდაო (69)
გაძევება: სიონი (88. ბასტია)
ტულუზი-გენგამი 1:2
გოლები: 0:1 სანხარე (12), 1:1 ბენ იედერი (64-პენ), 1:2 ბრიანი (72)
შენიშვნა: ბენი იედერამ (ტულუზი) ვერ გაიტანა პენალტი (89)
გაძევება: ი. დიოპი (91. ტულუზი)
1. პსჟ - 60 ქულა; 2. მონაკო - 39; 3. ანჟერი - 37; 4. ნიცა - 36; 5. რენი - 34.