ლიგა 1. XXV ტურის წინ: კლასიკი "ველოდრომზე"

AutoSharing Option
არაფერი არ იქნება "მარსელის" ფანებისთვის იმაზე სასიამოვნო და სასიხარულო, თუ საძულველ "პარი სენ-ჟერმენს" მიმდინარე ჩემპიონატში პირველ მარცხს მათი საყვარელი გუნდი მიართმევს.

პარიზელი ქომაგები კი ძალიან ისიამოვნებენ თუ ძირითად დროში მარსელელთა 17-თამაშიან დაუმარცხებელ სერიას სწორედ პსჟ დაუსვამს წერტილს. დიახ, "ველოდრომზე" "კლასიკია", ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება, რომელშიც სატურნირო მდგომარეობას არასდროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მინდორზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუნდაც ის, რომ დღევანდელი უძლეველი "პარი სენ-ჟერმენი" დამარცხდეს.

არადა, პსჟ-ს მიჯრით 8 "კლასიკი" აქვს მოგებული და მიყოლებით 10 დუელია, "მარსელთან" არ დამარცხებულა. დედაქალაქელების
სატურნირო მოტივაციაზე საუბარი უხერხულია, მათ 24 ტურის მერე 24-ქულიანი უპირატესობა აქვთ "მდევარზე" - აქ პრინციპის საკითხია. სამაგიეროდ, ორმაგი მოტივაცია აქვს "მარსელს".

მიჩელმა გუნდი ნელ-ნელა, მოქოქა და "ველოდრომის" ბინადრები ევროზონას საკმაოდ ახლოს მიუახლოვდნენ. ახლოვდება ჩემპიონთა ლიგაც და ჭიდილი "ჩელსისთან", ასე რომ, ლორან ბლანი ცოტათი თავისი ბიჭების ფეხებსაც და ენერგიას შეიძლება გაუფრთხილდეს და ეს "მარსელისთვის" სულ პატარა პლუსია.

მნიშვნელოვანი და კარგი მატჩია პროგნოზირებული "ლუი მეორეზეც". მეორეზე მყოფი "მონაკო", მესამეზე აცოცებულ "ნიცას" მასპინძლობს. გუნდებს შორის ზუსტად 3 ქულაა სხვაობა და მონეგასკებსა და ნიცელებს შორის ტრადიციული ბრძოლა გაჩაღდება.

შემდეგ ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და შეგვიძლია "რეიმსის" "კაენთან" სტუმრობა გამოვარჩიოთ. კანკავას გუნდმა წინა ტურში ძალიან საჭირო სამი ქულა აიღო და ჯერ ბოლომდე სამშვიდობოს არ არის, მაგრამ თავს გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს.

როგორც იქნა, დამაჯერებელი მოგება იზეიმა "ლიონმა" და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას "ლომები" "ანჟერთან" საგარეო შეხვედრში ეცდებიან. საინტერესო იქნება "შაბან დელმაზე" ორი ამბიციური, მაგრამ გასაჭირში მყოდი გუნდის პაექრობაც - "ბორდო" "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ.

6 თებერვალი
მონაკო-ნიცა 17:00
ანჟერი-ლიონი 20:00
ლორიანი-მონპელიე 23:00
გაზ. ანჟერი-ლიონი 23:00
ლორიანი-მონპელიე 23:00
გაზ. აიაჩო-გენგამი 23:00
ბასტია-ტრუა 23:00
კაენი-რეიმსი 23:00
ტულუზი-ნანტი 23:00

7 თებერვალი
ლილი-რენი 17:00
ბორდო-სტ. ეტიენი 20:00
მარსელი-პსჟ 00:00

ბომბარდირები: 20 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული