ლიგა 1. XXV ტური: კლასიკიც პსჟ-სია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მე-2 და მე-3 ადგილებზე მყოფი გუნდების, "მონაკოსა" და "ნიცას" დუელი "ლუი მეორეზე", როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა. მეორე ნახევრის დებიუტში მონეგასკებს ნაბილ დირარი გაუძევეს და, თითქოს, კლოდ პუელის ბიჭებს კაცნაკლულ მეტოქესთან, სულ ცოტა, აღარ უნდა წაეგოთ, მაგრამ...

დაშავებული ფაბიო კოენტრაოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ტიმუ ბაკაიოკომ მატჩის მიწურულს "მონაკოს" მოაგებინა და ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა მეორე ადგილზე ექვსქულიანი უპირატესობით გაიმყარა პოზიცია.

ნიცელებს დაეწია "სენტ ეტიენი". "მწვანეებმა" იყოჩაღეს და ორი საგარეო გამარჯვება მოიპოვეს - შუა კვირაში "რენთან" და ახლა "ბორდო" გაანადგურეს "შაბან
დელმაზე" -1:4. მშვენივრად ითამაშა "ჰერაკლესიდან" მოყვანილმა 21 წლის მაროკოელმა უსამა ტანანმა. მისი მონაგარი გოლს პლუს პასი გახლდათ, ნორვეგიელი ალექსანდრ სიოდერლუნდისა არ იყოს.

"ლიონმა" ისე გადაგვაჩვია კარგ თამაშს, რომ "ანჟერთან" გასვლაზე მშვიდად მოგებული 3:0 უკვე გვაკვირვებს კიდეც, მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მასპინძლები მე-16 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ. ზოგადად, ტური წითელი ბარათებით დახუნძლული გამოდგა და 9(!) გაძევება ვიხილეთ, რაც ნამდვილად ბევრია.

მთავარი მატჩი კი, რა თქმა უნდა, "ველოდრომზე" იყო. ფრანგული ფეხბურთის კლასიკა ან უბრალოდ, "კლასიკი". ყველაფერი მარტივია, როგორც ასეთ დროს ვამბობთ ხოლმე - "პარი სენ-ჟერმენს" ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს და ამით ყველაფერი ნათქვამია. იბრაკადაბრამ ჯერ თავად შეაგდო, მერე კი ანხელ დი მარიას გაატანინა.

შუალედში რემი კაბელიას ბურთი საკმარისი არ გამოდგა, რომ მარსელელებს არ წაეგოთ. ეს მათი პირველი მარცხია ძირითად დროში 17-თამაშიანი წაუგებელი სერიის მერე. "კლასიკი" კი მიჯრით მერვედ დათმეს (აქედან 2 თასზე).

XXV ტური
მონაკო-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 ბაკაიოკო (81)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, უოლასი, რ. კარვალიო, კოენტრაო (12. ბაკაიოკო) - ფაბინიო, მოუტინიო - ბერნარდო სილვა, პაშალიჩი (66. კარილიო), დირარი - ვაგნერ ლავი (60. ელდერ კოშტა)
გაძევება: დირარი (48. მონაკო)

ანჟერი-ლიონი 0:3
გოლები: 0:1 ჟალე (13), 0:2 გეზალი (46), 0:3 ტოლისო (81)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი - გრენიე (84. სერხი დარდერი), ტოლისო (84. ფერი), გონალონი - გეზალი, ვალბუენა, ლაკაზეტი (79. კორნიე)
გაძევება: მანგანი (16. ანჟერი)

ლორიანი-მონპელიე 1:1
გოლები: 0:1 ბერიჟო (45), 1:1 კაბო (49)
გაძევება: ბელუგუ (37. ლორიანი)

გაზ. აიაჩო-გენგამი 0:0
გაძევება: მატისი (10. გენგამი)

ბასტია-ტრუა 2:0
გოლები: 1:0 აიიტე (10), 2:0 აიიტე (82-პენ.)
გაძევება: ლეკა (48. ბასტია), პერეა (59. ტრუა), კამიუ (82. ტრუა)

კაენი-რეიმსი 0:2
გოლები: 0:1 ბიფუმა (20), 0:2 ონიანგი (63)

ტულუზი-ნანტი 0:0

ლილი-რენი 1:1
გოლები: 1:0 ედერი (42), 1:1 დემბელე (89-პენ.)
გაძევება: ბუფალი (70. ლილი)

ბორდო-სტ. ეტიენი 1:4
გოლები: 0:1 პაჟო (4), 0:2 ტანანი (7), 1:2 იამბარე (10), 1:3 სიოდერლუნდი (70), 1:4 რუ (74)
გაძევება: დიაბატე (90)

მარსელი-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (2), 1:1 კაბელია (25), 1:2 დი მარია (71)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი (82. მარკინიოსი), რაბიო (90. სტამბული) - დი მარია, ლუკასი (69. კავანი), იბრაჰიმოვიჩი

ბომბარდირები: 22 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა).

მომდევნო ტური
12 თებერვალი:
რენი-ანჟერი

13 თებერვალი:
პსჟ-ლილი, გაზ. აიაჩო-ტრუა, გენგამი-ბორდო, ნანტი-ლორიანი, მონპელიე-ტულუზი, რეიმსი-ბასტია

14 თებერვალი:
ლიონი-კაენი, სტ. ეტიენი-მონაკო, ნიცა-მარსელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული