ერთ დროს გათამამებულმა "გაზელეკ აიაჩომაც" აურია და თუ სურს, რომ კვლავ სახიფათო ზონას არ მიუახლოვდეს ან სეზონის ბოლოს არ აღმოჩნდეს იქ, მოგების გზას უნდა დაუბრუნდეს, რისი კარგი შანსიც განწირულ "ტრუასთან" ექნება.
"პარი სენ-ჟერმენმა" თასზე "ლიონი" არ დაინდო და "ლილისთვისაც" არ აპირებს ქულების ჩუქებას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა რომ მოახლოვდა, ესეც სათქმელია - მეტოქე კი "ჩელსია". შეიძლება ლონდონელები საუკეთესო
"პარი სენ-ჟერმენზე" საუბარს კი სიახლით გავაგრძელებთ - ლორან ბლანმა კლუბთან ურთიერთობა 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩის წინ ეს პსჟ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან გასაგები მესიჯია - ბლანს პარიზში ენდობიან.
6-ქულიანი მატჩია "მონპელიესა" და "ტრუას" შორის. თუ სტუმრები მოიგებენ, მასპინძლებთან და შესაბამისად, უსაფრთხო ზონასთან სხვაობას 2 ქულამდე შეამცირებენ...
"ნანტს" 11 ტურია, არ წაუგია და "იადონებს" ამჯერად "ლორიანი" შეებმება. ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ბასტიას" დაუხვდება, ხოლო "გენგამი" და "ბორდო" ერთმანეთს შეებმებიან.
მთავარი მატჩები მაინც კვირასაა. "ლიონი" "კაენს" მასპინძლობს და უცილობლად უნდა მოიგოს, თორემ ფანები ამდენს ვეღარ აიტანენ. "სენტ ეტიენი" "ჟოფრუა გიშარზე" "მონაკოსთან" მართავს დუელს, ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია.
იგივე ითქმის "ნიცასა" და "მარსელის" დაპირისპირებაზეც, რომელიც "ალიანც რივიერაზე" ტურს დააგვირგვინებს.
12 თებერვალი
რენი-ანჟერი 23:30
13 თებერვალი
პსჟ-ლილი 20:00
გაზ. აიაჩო-ტრუა 23:00
გენგამი-ბორდო 23:00
ნანტი-ლორიანი 23:00
მონპელიე-ტულუზი 23:00
რეიმსი-ბასტია 23:00
14 თებერვალი
ლიონი-კაენი 17:00
სტ. ეტიენი-მონაკო 20:00
ნიცა-მარსელი 00:00
ბომბარდირები: 22 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა); 9 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ანხელ დი მარია (პსჟ); 8 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზა), ენდი დელორი (კაენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"