ლიგა 1. XXVI ტური: პსჟ-ის საჩუქარი [VIDEO]

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენს", ბოლოს და ბოლოს, ქულები სადღაც უნდა დაეკარგა და დედაქალაქელებმა პატარა საჩუქარი გაუკეთეს "ლილს", რომელსაც პრესტიჟული ქულა უსახსოვრეს. ლორან ბლანმა შემადგენლობა გადაახალისა და ეს გასაკვირი არც გახლდათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" დუელის მოახლოების გათვალისწინებით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავას გარეშე დარჩენილმა "რეიმსმა" ავტოგოლით წააგო საკუთარ კედლებში "ბასტიასთან". ავტოგოლმა გადაწყვიტა ყველაფერი ბრეტანის დედაქალაქში, სადაც "რენმა" ბოლო წამზე მოუგო "ანჟერს".

"გაზელეკ აიაჩოს" კრიზისი გრძელდება, კორსიკელებმა "ტრუასთანაც" კი წააგეს, თანაც შინ, რასაც მოხერხება უნდოდა. მშვენიერი სერიის მერე "აიაჩო" ისევ ქვემოთ დაეშვა, მაგრამ გასავარდნ ზონასთან
ჯერ კიდევ 6-ქულიანი უპირატესობა აქვს, რადგან "ტულუზი" "მონპელიესთან" პრინციპულ დაპირისპირებაში დაეცა.

"ლიონმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და უცბად ამოყვინთა. ახლა გუნდი მხოლოდ ქულითღა ჩამორჩება ევროზონას. "კაენთან" მატჩის გმირად ტოლისო იქცა, რომელმაც გაიტანა კიდეც და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

ტურის გვიანი და გამოსარჩევი მატჩები ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. მაურისიო ისლას გოლით "მარსელი" "ალიანც რივიერაზე" კი იგებდა, მაგრამ ვალერი ჟერმენმა კლოდ პუელს ძვირფასი ქულა გადაურჩინა. "სენტ ეტიენს" კი ორი ქულა ვაგნერ ლავმა დააკარგვინა. ბრაზილიელმა "მონაკოს" მაისურით პირველი შეაგდო, მან მატჩის მიწურულს გაათანაბრა "ჟოფრუა გიშარზე".

ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გენგამში გაიმართა, სადაც "ბორდომ" მოულოდნელად გაილაღა და ადგილობრივებთან 4:2 იძალა. "ნანტმა" კი ისევ მოიგო. "იადონების" წაუგებელი სერია 12 ტურია, გრძელდება.

XXVI ტური
რენი-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 ბუკა მუტუ (90+1)

პსჟ-ლილი 0:0
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, დავიდ ლუისი, კურზავა - სტამბული, მატუიდი (82. რაბიო), პასტორე (46. ვერატი) - კავანი, დი მარია (63. ლუკასი), ოგუსტენი

გაზ. აიაჩო-ტრუა 2:3
გოლები: 1:0 ზუა (1), 1:1 ბენ სადა (8), 1:2 აზამუმი (36), 1:3 აზამუმი (43), 2:3 ფილიპი (57)

გენგამი-ბორდო 2:4
გოლები: 0:1 უნასი (19), 0:2 როლანი (37), 1:2 ჟირესი (42), 2:2 კოკო (58), 2:3 შანტომი (68), 2:4 დიაბატე (89)

ნანტი-ლორიანი 2:1
გოლები: 1:0 ადრიანი (10), 2:0 სალა (39), 2:1 მუკანჯო (79-პენ.)
გაძევება: გასამა (85. ლორიანი)

მონპელიე-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 იატაბარე (24), 2:0 კამარა (87)

რეიმსი-ბასტია 0:1
გოლი: 0:1 ტრაორე (48-ს.კ-ში)

ლიონი-კაენი 4:1
გოლები: 1:0 უმტიტი (8), 2:0 ლაკაზეტი (16), 3:0 კორნიე (45), 3:1 დელორი (58), 4:1 ტოლისო (83)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა, უმტიტი, ბედიმო - ტოლისო, გონალონი, ფერი (80. დარდერი) - კორნიე (80. გეზალი), ვალბუენ, ლაკაზეტი (88. პერენი)

სტ. ეტიენი-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 ბაიალ სალი (57), 1:1 ვაგნერ ლავი (84)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, უოლასი, რ. კარვალიო, ელდერსონი - მოუტინიო, ფაბინიო, პაშალიჩი (67. კარილიო) - ლემარი, ელდერ კოშტა (78. ლოტენი), ვაგნერ ლავი (90. ბაკაიოკო)

ნიცა-მარსელი 1:1
გოლები: 0:1 ისლა (36), 1:1 ჟერმენი (58)

ბომბარდირები: 21 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი), ბილე მუკანჯო (ლორიანი); 11 - ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი).

მომდევნო ტური
19 თებერვალი:
ბორდო-ნიცა

20 თებერვალი:
პსჟ-რეიმსი, ანჟერი-მონპელიე, მონაკო-ტრუა, ლორიანი-გენგამი, ბასტია-ნანტი, ტულუზა-გაზ. აიაჩო

21 თებერვალი:
მარსელი-სტ. ეტიენი, კაენი-რეიმსი, ლილი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული