ლიგა 1. XXIX ტური: "კაენი" და "მონაკო" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მარტს, საფრანგეთის ლიგა 1-ის XXIX ტური კანში გამართული ერთი შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივმა "კაენმა" "მონაკოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა 56-ე წუთზე, ტომა ლემარის ზუსტი დარტყმით გახსნეს. მასპინძლებმა კი გათანაბრება 64-ე წუთზე, 11-მეტრიანით შეძლეს - გოლი ჟულიენ ფერემ გაიტანა. აქედან ხუთ წუთში "მონაკო" კვლავ დაწინაურდა - საკუთარ კარში ბურთი ალედინ იაჰიამ ჩაჭრა. "კაენი" წაგებისგან კრისტიან კუაკუმ იხსნა, რომელმაც 90-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"მონაკო" 51 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე
ადგილზეა, მესამე კი "კაენია", 43 ქულით. 73 ქულა აქვს ლიდერ "პარი სენ-ჟერმენს".

ტურის დანარჩენი მატჩები 5 და 6 მარტს გაიმართება. დღეს ითამაშებს ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი", რომელიც სტუმრად "ლილს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული