ლიგა 1. XXXI ტური: არეულობა მარსელში [VIDEO]

AutoSharing Option
მესამე ადგილისთვის ბრძოლას ერთბაშად 5-6 გუნდი აგრძელებს. მათ შორისაა "რენიც", რომელმაც "მარსელი" შეარცხვინა, თან მისსავე "ველოდრომზე", რასაც სტადიონზე არეულობა მოჰყვა.

დაგეგმილი 3 ქულა აიღო "სენტ ეტიენმაც", "მწვანეებმა" ბოლოსკენ გატეხეს "მონპელიე". "ნიცას" გმირად ისევ ატემ ბენ არფა მოევლინა და "გაზელეკ აიაჩოსთან" მოაგებინა.

ევროთავგადასავლების მაძიებელთა შორის ყველაზე მეტად "ლიონს" გაუჭირდა. საბოლოოდ, "ლომებს" ახალმა სახემ, მეორე გუნდიდან დაწინაურებულმა 19 წლის გაეტან პერენმა უშველა. ეს ნახევარმცველი მინდორზე 82-ე წუთზე შევიდა და წუთში გაეტანმა გაიტანა კიდეც. ბოლოს ალექსანდრ ლაკაზეტმაც შეაგდო პენალტი.

"მონაკომ" კი მდევრებს მოახლოების
უფლება და საშუალება არ მისცა. მონეგასკებმა პარიზში პსჟ-ს მოუგეს. ლორან ბლანი საბრძოლო შემადგენლობით კი იყო, მაგრამ უკვე გაჩემპიონებულ დედაქალაქელებს მოტივაციის ნაკლებობა ეტყობათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXI ტური
მარსელი-რენი 2:5
გოლები: 0:1 გურკუფი (4), 0:2 დიანი (9), 0:3 დემბელე (14), 1:3 ტოვენი (20), 2:3 როლანდო (50), 2:4 გურკუფი (59), 2:5 სიო (77)

სტ. ეტიენი-მონპელიე 3:0
გოლები: 1:0 რუ (74), 2:0 ტანანი (80), 3:0 ესერიკი (84)

ანჟერი-ლორიანი 5:1
გოლები: 1:0 კეტკეოფომფონე (14), 2:0 მანგანი (33), 3:0 საისი (39), 3:1 უარისი (41), 4:1 ნ’დოი (81), 5:1 მანგანი (90+1-პენ.)

ლილი-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 ამალფიტანო (17)

კაენი-ტრუა 2:1
გოლები: 0:1 ტიაგო შავიერი (22), 1:1 იაჰია (35), 2:1 როდელენი (54)

რეიმსი-გენგამი 0:1
გოლი: 0:1 სანხარე (26)

ლიონი-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 გ. პერენი (83), 2:0 ლაკაზეტი (94+4-პენ.)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი - ტოლისო (62. ფერი), გონალონი, დარდერი (82. პერენი) - კორნიე (72. კალულუ), გეზალი, ლაკაზეტი

ბორდო-ბასტია 1:1
გოლები: 1:0 კონტენტო (82), 1:1 ნგანდო (84)

ნიცა-გაზ. აიაჩო 3:0
გოლები: 1:0 ბენ არფა (14), 2:0 პლეა (66), 3:0 სერი (88)

პსჟ-მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ვაგნერ ლავი (65), 0:2 ფაბინიო (68-პენ.)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - დი მარია (81. ოგუსტენი), ტიაგო მოტა (80. სტამბული), რაბიო (66. მატუიდი) - ლუკასი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი
მონაკო (3-4-3): სუბაშიჩი - ჟემერსონი, რ. კარვალიო, რაჯი - ფაბინიო, ტულალანი, ბაკაიოკო, ელდერსონი - ლოტენი (81. ელდერ კოშტა), ლემარი, ვაგნერ ლავი (87. ლ. ტრაორე)

ბომბარდირები: 27 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი).

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი:
მონაკო-ბორდო

2 აპრილი:
პსჟ-ნიცა, გენგამი-მონპელიე, ტრუა-ანჟერი, გაზ. აიაჩო-სტ. ეტიენი, რენი-რეიმსი, ტულუზა-კაენი

3 აპრილი:
ნანტი-ლილი, ბასტია-მარსელი, ლორიანი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული