ჰოლანდია-საფრანგეთი. გამოხმაურება: მე-14 წუთზე შეწყვეტილი... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ამსტერდამ არენა" დიდ ფეხბურთელს აცილებდა - მატჩის მე-14 წუთზე შეხვედრა შეწყდა და ხალხმა წუთიერი დუმილით პატივი სცა იოჰან კრუიფის ხსოვნას, რომელიც 14-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. აი, კრუიფის მემკვიდრეებს კი ცუდად აქვთ საქმე ფეხბურთში - ჰოლანდიის ნაკრებში კრიზისია, ევრო 2016-ზე გუნდი ვერ მოხვდა და ნაკრებმა საფრანგეთთანაც ცუდად ითამაშა.

პირველ 15 წუთში სტუმრები უკვე 2:0-ს იგებდნენ ანტუან გრიზმანისა და ოლივიე ჟირუს გოლებით, მაგრამ მეორე ტაიმში ლუკ დე იონგმა და შეცვლაზე შესულმა იბრაჰიმ აფელაიმ გაათანაბრეს. მატჩის ბედი კი ბლეზ მატუიდის გასროლამ გადაწყვიტა.

პირველ ტაიმში
დაშავდა ჰოლანდიელთა ვეტერანი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი, რომელიც ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. 31 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ეს კარგიც არის, რადგან "უემბლიზე" თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ.

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი): "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ შეცდომები დავუშვით და მეტოქემ გათანაბრება შეძლო. ჩვენ გვსურს, კარგად მოვემზადოთ საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის, ამიტომ ყოველ თამაშში უნდა გავიმარჯვოთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, საჯარიმოებიდან გოლები ადრეც გამიტანია, მეკარის პოზიცია კარგად შევნიშნე და თავისუფალ კუთხეში დავარტყი".

ამ თამაშის შემდეგ კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ქარიმ ბენზემა სჭირდება. დისკუსია ამჯერად, ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ჯიბრილ სისემ წამოიწყო, რომელიც თავიდან თავადაც იყო ეჭვმიტანილთა სიაში ვალბუენას საქმეზე: "ეს ეთიკის საკითხია? მიმიფურთხებია ეთიკისთვის!

საფრანგეთის ნაკრებს ბენზემა სჭირდება, ის ძალიან მაგრად თამაშობს ნაკრებში. ვიცი, რომ საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ კარგი იქნება, თუ დააბრუნებენ".

25 მარტი
ჰოლანდია-საფრანგეთი 2:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (6), 0:2 ჟირუ (13), 1:2 ლ. დე იონგი (47), 2:2 აფელაი (86), 2:3 მატუიდი (87)
ჰოლანდია (5-3-2): სილესენი - ველტმანი, ბრუმა, ვან დეიკი (46. აფელაი), ბლინდი, ვილემსი (78. ვან აანჰოლტი) - კლასი (46. დეპაი), კლაასენი (76. ჟ. ვეინალდუმი), სნეიდერი (37. ბაზოერი) - ლ. დე იონგი (82. იანსენი), პრომესი
საფრანგეთი (4-3-3): მანდანდა - ჟალე, ვარანი, კოშელნი, ევრა (46. დინი) - პოგბა (87. მ. სისოკო), ლ. დიარა (46. კანტე), მატუიდი - გრიზმანი (46. მარსიალი), ჟირუ (73. ჟინიაკი), პაიე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული