ჟირონდელებს კი სეზონის გადარჩენა აღარ გამოუვათ. მათ, უბრალოდ, პრესტიჟისთვის უნდა ითამაშონ და ახალი მწვრთნელი ულრიხ რამეც თავის გამოჩენას შეეცდება, თორემ "ბორდო" ვერც ევროზონაში შევა და არც გავარდება.
"ნიცას" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს და ეიმედება, რომ პსჟ, თანაც, ჩემპიონთა ლიგის მოახლოების ხათრით, ნიცელებსაც აჩუქებს რამეს. კლოდ პუელს ამის გარეშეც არ ჰყავს ცუდი გუნდი,
"ნიცას" მთავარი კონკურენტი "ლიონი" ტურს "ლორიანთან" სტუმრობით დაასრულებს. "ლომებს" ბრეტანში გასამართი მატჩის დაწყებამდე კონკურენტების შედეგები უკვე ეცოდინებათ, მაგრამ მათ ნებისმიერ შემთხვევაში, 3 ქულისთვის უნდა იბრძოლონ.
ამ ხუმრობა-ხუმრობაში "რენიც" სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს სამეულზე. როლან კურბისის ამალა ჯაბა კანკავას "რეიმსს" შეებმება. მასპინძლებს უფრო დიდი მოტივაცია აქვთ, რადგან რეიმსელები ბოლო დროს ცუდად კი გამოიყურებიან და არასახარბიელო ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ გასავარდნ ზონას ჯერ კიდევ 7 ქულით უსწრებენ, თუმცა, ცხადია, ეს ჯერ არაფრის გარანტია არ არის.
ევროზონისთვის სენსაციურად მებრძოლი "კაენი" "ტულუზს" სტუმრობს, რომელიც ვერაფრით ახერხებს ჭაობიდან ამოსვლას და ეს თამაშიც თუ ვერ მოიგო, მერე ძალიან გაუჭირდება.
კორსიკაზე "სენტ ეტიენი" "გაზელეკ აიაჩოს" შეებმება და "მწვანეებმა" 3 ქულა უნდა ჩაიჯიბონ, თორემ დოღში წინ გაჭრილ ჟოკეებს უკვე საგრძნობლად ჩამორჩებიან. უკვე ჩამორჩენილი "მარსელი" კორსიკაზევე "ბასტიას" სტუმრობს და ეგებ, ათეულში მაინც შეაბიჯოს.
პარასკევი. 1-ლი აპრილი
მონაკო-ბორდო 22:30
შაბათი. 2 აპრილი
პსჟ-ნიცა 19:00
გენგამი-მონპელიე 22:00
ტრუა-ანჟერი 22:00
გაზ. აიაჩო-სტ. ეტიენი 22:00
რენი-რეიმსი 22:00
ტულუზი-კაენი 22:00
კვირა. 3 აპრილი
ნანტი-ლილი 16:00
ბასტია-მარსელი 19:00
ლორიანი-ლიონი 23:00
ბომბარდირები: 27 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ატემ ბენ არფა (ნიცა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"