"ბარსელონა" არ აპირებს ბრაზილიელის გაყიდვას და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც კი გეგმავს. ამის მიუხედავად, პსჟ მზადაა, ნეიმარში 193 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნული თანხა რამდენიმე წელზე გადანაწილდება. ამიტომ ფრანგულ კლუბს ფინანსურ ფეარ-პლეისთან პრობლემები არ შეექმნება.
გარდა ამისა, პარიზელები აპირებენ ბრაზილიელ ფეხბურთელს წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხელფასზე 5 მილიონით მეტია.