პსჟ მზადაა, ნეიმარში 193 მილიონი ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარი სატრანსფერო მიზანი ზაფხულში "ბარსელონას" ფორვარდი ნეიმარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს.

"ბარსელონა" არ აპირებს ბრაზილიელის გაყიდვას და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც კი გეგმავს. ამის მიუხედავად, პსჟ მზადაა, ნეიმარში 193 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნული თანხა რამდენიმე წელზე გადანაწილდება. ამიტომ ფრანგულ კლუბს ფინანსურ ფეარ-პლეისთან პრობლემები არ შეექმნება.

გარდა ამისა, პარიზელები აპირებენ ბრაზილიელ ფეხბურთელს წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხელფასზე 5 მილიონით მეტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული