ლიგა 1. XXXIII ტური: ლუკასის დუბლი, "ლიონის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
კოტ დ'ივუარში დაბადებული ფრანგის, 19 წლის მაქსველ კორნიეს დუბლმა "ლიონს" "მონპელიესთან" საგარეო შეხვედრაში 3 ქულა მოუტანა და ლიონელები მეორე ადგილზე გადავიდნენ. მათ გაცილებით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ, ვიდრე "მონაკოს", რომელიც "ლილთან" განადგურდა. თავის მხრივ, ლილელებს ხუთეულში შესვლის რეალური შანსი გაუჩნდათ.

აი, მონეგასკები კი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან საერთოდ სამეულიდან გამოვარდნის საშიშროება გაჩნდა, რადგან "ნიცამ" ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი "რენი" გაანადგურა, ბრეტანელები გზიდან ჩამოიშორა და სამეულთან 2 ქულაშია. "ალიანც რივიერაზე" ბენ არფა-შოუ იყო, ატემმა გაიბრწყინა და ჰეთ თრიკი გაიფორმა. შემდეგ ტურში სუპერმატჩია
- "ლიონი"-"ნიცა".

ისევ წამოიჩიტა "სენტ ეტიენი", რომელმაც წყალწაღებულ "ტრუას" მოუგო. "მარსელისა" და "ბორდსოგან" კი სახელებია დარჩენილი, მათ ერთმანეთში ზუსტად ისე ითამაშეს, როგორც მთელი სეზონია თამაშობენ - საფინალო სასტვენის მერე ტაბლოზე ნულები ენთო.

ამდენი წვალების მერე, შესაძლოა, ნულზე დარჩეს "გაზელეკ აიაჩო", რომელსაც ორ ქულაში მიუახლოვდა "ტულუზა". ვისამ ბენ იედერმა და მისმა მეგობრებმა ცოტა გვიან, მაგრამ გამოიღვიძეს და ეს კორსიკელების გარდა, საფრთხეს ჯაბა კანკავას "რეიმსსაც" უქმნის.

კარგი ის არის, რომ რეიმსელები შემდეგ ტურში "ტრუას" ხვდებიან და წესით, უნდა მოიგონ. ისე, მშვიდად ვეღარც "მონპელიე" იქნება. მოკლედ, ცხრილის ქვედა ნაწილში სიტუაცია დაიძაბა.

"პარი სენ-ჟერმენმა" კი ძალიან გადახალისებული შემადგენლობით მაინც მოუგო "გენგამს". ლორან ბლანმა ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ათამაშა და ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ კი, ნკუნკუმ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ლუკასმა გარდასახა.

მანვე კურზავას პასით მეორეც შეაგდო და დედაქალაქელებმა "სიტისთან" საპასუხო მატჩის წინ მოგებითაც გაიმხნევეს თავი და თან დაისვენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXIII ტური
მონპელიე-ლიონი 0:2
გოლები: 0:1 კორნიე (34), 0:2 კორნიე (40)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა, უმტიტი, ბედიმო - ფერი, გონალონი, დარდერი (69. ტოლისო) - გეზალი (77. ვალბუენა), კორნიე (86. ფეკირი), ლაკაზეტი

გენგამი-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 ლუკასი (56-პენ.), 0:2 ლუკასი (71)
პსჟ (4-3-3): ტრაპი (46. სირიგუ) - ვან დერ ვილი, მარკინიოსი (88. რიმანი), კიმპემპე, კურზავა - ნკუნკუ, სტამბული, მატუიდი - ლუკასი, ონჟენდა, ოგუსტენი (90+1. მეიტე)

ანჟერი-გაზ. აიაჩო 0:0

სტ. ეტიენი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 მოპე (75)

კაენი-ლორიანი 1:2
გოლები: 0:1 ჟანო (16), 0:2 უორისი (47), 1:2 აპია (64)

რეიმსი-ნანტი 2:1
გოლები: 1:0 ონიანგი (11), 1:1 ოდელი (68), 2:1 დე პრევილი (80)
გაძევება: ბამუ (85. ნანტი)

ტულუზი-ბასტია 4:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (57), 2:0 ბრეიტვეიტი (62), 3:0 ტრეხო (70), 4:0 ბენ იედერი (80)
გაძევება: კაუზაკი (67. ბასტია)

ლილი-მონაკო 4:1
გოლები: 1:0 ამალფიტანო (37), 2:0 ედერი (67), 3:0 ობადი (77), 4:0 სიდიბე (88), 4:1 ბალული (90+2)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ჟემერსონი, რაჯი, რ. კარვალიო, ელდერსონი - ფაბინიო, ტულალანი - დირარი (59. კარილიო), ლემარი (59. ლოტენი), ბერნარდო სილვა - ვაგნერ ლავი (69. ბალული)
გაძევება: სიველი (55. ლილი), ელდერსონი (64. მონაკო)

ნიცა-რენი 3:0
გოლები: 1:0 ბენ არფა (33-პენ.), 2:0 ბენ არფა (41), 3:0 ბენ არფა (56)

მარსელი-ბორდო 0:0

ბომბარდირები
: 30 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ატემ ბენ არფა (ნიცა); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), უსმან დემბელე (რენი).

მომდევნო ტური
15 აპრილი:
ლიონი-ნიცა

16 აპრილი:
პსჟ-კაენი, ტრუა-რეიმსი, ბორდო-ანჟერი, ლორიანი-ტულუზა, გაზ. აიაჩო-ლილი, ბასტია-სტ. ეტიენი

17 აპრილი:
ნანტი-მონპელიე, რენი-გენგამი, მონაკო-მარსელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული