ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ბლანის გათავისუფლების შემთხვევაში პარიზელები ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიყვანას ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ მოურინიოს პსჟ-ის პრეზიდენტი კლუბში უკვე ორჯერ ეპატიჟებოდა, მაგრამ ორივეჯერ პორტუგალიელმა უარით გაისტუმრა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის თებერვალში ბლანმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.