პსჟ: ჟოზე მოურინიო ლორან ბლანის შემცვლელად?

AutoSharing Option
ფრანგული "პსჟ", რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ინგლისურ "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა, შესაძლოა, გუნდის მთავარმა მწვრთნელი ლორან ბლანმა დატოვოს.

ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ბლანის გათავისუფლების შემთხვევაში პარიზელები ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიყვანას ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ მოურინიოს პსჟ-ის პრეზიდენტი კლუბში უკვე ორჯერ ეპატიჟებოდა, მაგრამ ორივეჯერ პორტუგალიელმა უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის თებერვალში ბლანმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაამუნდეთ რა საქმე; ვერ ხვდებით, რომ არავის უნდა ეს თქვენი უხასიათო და შერეკილი მაურინიო?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული