ლიგა 1. XXXIV ტური: რამ გააბოროტა პსჟ [VIDEO]

AutoSharing Option
პარასკევის მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ და საინტერესოც გამოვიდა. დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ "ლიონმა" და "ნიცამ" ქულა გაიყვეს.

ლიონელები ვერ დაუშვებდნენ, რომ ეს შეხვედრა წაეგოთ და არც დამარცხდნენ, რითაც სამეულში ადგილი შეინარჩუნეს. არადა, ვალერი ჟერმენის გოლით ნიცელები იგებდნენ და მერე მასპინძლებს კორნიეც გაუძევეს, მაგრამ ბოლოსკენ ფორმაში შესულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა გათანაბრება მოახერხა.

"ლიონმა" "ნიცა" წინ არ გაუშვა, მაგრამ ამასობაში, მეორე ადგილი დაიბრუნა "მონაკომ", რომელიც ადვილად გაუსწორდა "მარსელს". გარდა ამისა, ლიონელებს ძალიან მოუახლოვდა მოსისხლე მტერი "სენტ ეტიენი". "მწვანეებმა" მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგეს ნოლან
რუს ეული გოლით.

"პარი სენ-ჟერმენს" ჩემპიონობა რა ხანია, განაღდებული აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და სხვა რაღა დარჩენია, თუ ლიგა 1-ში ეფექტის მოხდენა არა... ძალიან არ გაუმართლა "კაენს", "სიტისთან" წაგების მერე გაბრაზებულ პსჟ-ს სწორედ ამ გუნდთან მოუხდა ჭიდილი და ლორან ბლანის ბიჭებმა ევროსაგზურისთვის მებრძოლი მეტოქე არ დაინდეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი გაახერხა და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ, პირადი რეკორდი გააუმჯობესა. იგი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლასაც აგრძელებს. იბრაკადაბრამ ორი საგოლე პასიც გააკეთა. თითოც ანხელ დი მარიამ, ედინსონ კავანიმ, ბლეზ მატუიდიმ და მაქსველმა შეაგდეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიონი-კაენი 1:1
გოლები: 0:1 ჟერმენი (17), 1:1 ლაკაზეტი (82)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე (84. ფეკირი), იანგა-მბივა, უმტიტი, ბედიმო - ფერი (61. ტოლისო), გონალონი, დარდერი (35. ვალბუენა) - გეზალი, კორნიე, ლაკაზეტი
გაძევება: კორნიე (25. ლიონი)

პსჟ-კაენი 6:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (12), 2:0 მატუიდი (45), 3:0 კავანი (49), 4:0 დი მარია (52), 5:0 იბრაჰიმოვიჩი (56), 6:0 მაქსველი (76)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი (87. ტოფლიბი), მარკინიოსი, კიმპემპე, კურზავა - სტამბული, მატუიდი (68. მაქსველი), დი მარია (67. ონჟენდა) - ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

ტრუა-რეიმსი 2:1
გოლები: 1:0 კამიუ (50), 2:0 ნივე (61-პენ.), 2:1 ბიფუმა (64)

ბორდო-ანჟერი 1:3
გოლები: 0:1 ნდოი (61), 0:2 იატარა (64), 1:2 როლანი (70), 1:3 ბურილონი (87)
გაძევება: ი. ტრაორე (34. ანჟერი)

ლორიანი-ტულუზი 1:1
გოლები: 0:1 ბენ იედერი (49), 1:1 ზ. ტურე (90+1)

გაზ. აიაჩო-ლილი 2:4
გოლები: 0:1 ბუფალი (19), 1:1 პუჟოლი (41), 1:2 ბუფალი (74), 1:3 ბუფალი (84), 2:3 ა. ტურე (86), 2:4 არტინესი (88-ს.კ-ში)
გაძევება: ფილიპი (67. გაზ. აიაჩო)

ბასტია-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 რუ (75)

ნანტი-მონპელიე 0:2
გოლები: 0:1 დაბო (23), 0:2 სხირი (71)

რენი-გენგამი 0:3
გოლები: 0:1 დიალო (63), 0:2 ბრიანი (73), 0:3 სანხარე (77)

მონაკო-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (47), 2:0 რაჯი (75), 2:1 ბატშუაი (90+1)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რ. კარვალიო, რაჯი - ბაკაიოკო, ტულალანი - დირარი (88. კავალეირო), ბერნარდო სილვა, ელდერ კოშტა (77. ლემარი) - ტრაორე (71. კარილიო)

ბომბარდირები: 32 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 17 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 15 - ედინსონ კავანი (პსჟ), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), უსმან დემბელე (რენი)

მომდევნო ტური
22 აპრილი:
ნიცა-რეიმსი

23 აპრილი:
ტულუზი-ლიონი

24 აპრილი:
მარსელი-ნანტი, სტ. ეტიენი-ლორიანი, გენგამი-კაენი, გაზ. აიაჩო-ბასტია, მონპელიე-ტრუა, რენი-მონაკო

27 აპრილი:
ლილი-ანჟერი

29 აპრილი:
პსჟ-რენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული