"ბოლო რამდენიმე კვირა ჩემს თავს ვეკითხები: ნამდვილად მოვიგეთ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი? ამ კითხვას საკუთრ თავს დღესაც ვუსმევ - იყო თუ არა მატჩი ჩაწყობილი?
ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ. მართლა ბოლომდე ვიბრძოდით, რომ მეტოქე დაგვემარცხებინა.
იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, კვლავ ვუსმევ ჩემს თავს ამ კითხვას. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში
ვინმეს მარიონეტები ხომ არ ვიყავით? ნუთუ ასე იოლი იყო, რომ ეკონომიკა წინ წაეწიათ? დღეს ამას ვეკითხები ჩემს თავს. ნამდივალდ მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიოანტი? პირადად მე ვფიქრობ, რომ კი.
ყოველ შემთხვევაში ფეხბურთელებმა მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. იყო თუ არა მანდ რამე ისეთი? არ ვიცი, მაგრამ განვმეორდები, რომ ეს კითხვა მაწუხებს. 17 წელი გავიდა და ბოლო რამდენიმე კვირაა ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს", - თქვა პეტიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთმა ბრაზილია ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ 2010 წელს საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ექიმმა განაცხადა, რომ 1998 მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე ფეხბურთელის სისხლში ნორმიდან გადახვევა დაფისქირდა, რაც დოპინგის მიღების ეჭვს აღძრავს.
მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით