რიბერი და ბენზემა დაკითხეს

AutoSharing Option
საფრანგეთის პოლიციამ არასრულწლოვან მეძავებთან შესაძლო კავშირის გამო ფრანკ რიბერი და ქარიმ ბენზემა დაკითხა. შეგახსენებთ, ამ საქმის გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ ზემოთ ნახსენებ ორ ფეხბურთელთან სქესობრივი კონტაქტი მაშინ დაამყარა, სანამ 18 წელი შეუსრულდებოდა.

საქმე ამჟამად ძიების სტადიაზეა და ჯერჯერობით, რიბერისა და ბენზემასთვის ბრალი არ წაუყენებიათ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში პროსტიტუცია ლეგალიზებულია, მაგრამ სექსით ტკბობა მხოლოდ სრულწლოვან მანდილოსანთანაა ნებადართული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული