საფრანგეთი. ლიგა 1. II ტური: სამი ექვსქულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
20 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის II ტურის 6 შეხვედრა გაიმართა. "მონაკომ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ნანტი", გამარჯვების გოლი 25-ე წუთზე გაბრიელ ბოშილიამ გაიტანა. ეს მონეგასკთა პირველი გამარჯვებაა სეზონში.

ჯერჯერობით, ლიგა 1-ში ქულათა მაქსიმუმი (6 ქულა) სამ კლუბს აქვს: "ლიონს", "ნიცასა" და პსჟ-ს. "ლიონმა" პარასკევს ალექსანდრ ლაკაზეტის დუბლით 2:0 დაამარცხა "კაენი". ფორვარდის ანგარიშზე უკვე 5 გოლია ჩემპიონატში.

"პარი სენ-ჟერმენმა" კი წუხელ მეორე ტაიმში გატეხა კერკეტი "მეცი" - 3:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიონი-კაენი 2:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (31-პენ), 2:0 ლაკაზეტი (90-პენ)

ანჟერი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 პლე
(4)

ლილი-დიჟონი 1:0
გოლი: 1:0 სანკარე (87)

ლორიანი-ბასტია 0:3
გოლები: 0:1 სენ მაქსიმინი (25), 0:2 კრიველი (38), 0:3 კრიველი (81)
გაძევება: ნდონგი (30. ლორიანი), ჟანო (77. ლორიანი)

რენი-ნანსი 2:0
გოლები: 1:0 გურკუფი (23), 2:0 სიო (81)

ტულუზი-ბორდო 4:1
გოლები: 1:0 ი. დიოპი (3), 2:0 ჟულიენი (9), 3:0 ბრაიტვაიტი (67), 4:0 ბრაიტვაიტი (82), 4:1 ტელინი (90)
გაძევება: პალოა (90. ბორდო)

ნანტი-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ბოშილია (25)

გენგამი-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 სალიბური (1), 2:0 სორბონი (58), 2:1 ტოვენი (78)

სტ. ეტიენი-მონპელიე 3:1
გოლები: 0:1 მონიე (23), 1:1 მონე-პაკე (47), 2:1 სენ ლუისი (50), 3:1 ბერიჩი (85)

პსჟ-მეცი 3:0
გოლები: 1:0 ლუკასი (52), 2:0 კურზავა (67), 3:0 ვერატი (93)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, დ. ლუისი, კიმპებმე, კურზავა - პასტორე (80. ბენ არფა), ტ. მოტა, რაბიო (72. მატუიდი) - დი მარია, კავანი, ლუკასი (65. ვერატი)

ბომბარდირები: 5 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული