ლიგა 1. V ტური: კავანის პოკერით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად ქვა-ქვაზე არ დატოვა "კაენისგან" - 6:0. აღსანიშნავია ედინსონ კავანის აფეთქება - ურუგვაელმა პოკერი შეასრულა, თან ეს პირველ ტაიმში მოასწრო, რადგან შესვენებაზე ის უნაი ემერიმ დაასვენა.

"მონაკომ" საკუთარ მოედანზე "რენი" 3:0 გაანადგურა და ლიდერობა დაიბრუნა. ანგარიში რადამელ ფალკაომ გახსნა. დუბლი შეასრულა ტომ ლემარმა.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "მონაკოს" რამდენიმე იდეა აქვს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატს დააბალანსებს. თუმცა ფავორიტად ისევ პსჟ რჩება".

კაენი-პსჟ 0:6
გოლები: 0:1 კავანი (12), 0:2 კავანი (23-პენ), 0:3 კავანი (38), 0:4 კავანი (45), 0:5 ლუკასი (67), 0:6 ოგუსტენი
(78)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, მაქსველი - რაბიო, კრიხოვიაკი, მატუიდი (68. ტ. მოტა) - ლუკასი, კავანი (46. ხესე), დი მარია (61. ოგუსტენი)

მონაკო-რენი 3:0
გოლები: 1:0 ფალკაო (42), 2:0 ლემარი (90) 3:0 ლემარი (92)

ნანსი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 სტიოპინსკი (66), 1:1 პუიო (72)

ლორიანი-ლილი 1:0
გოლი: 1:0 მუკანჯო (76-პენ)

ბორდო-ანჟერი 0:1
გოლი: 0:1 ეკამბი (38)
გაძევება: როლანი (85. ბორდო)

დიჟონი-მეცი 0:0
გაძევება: დუკურე (58. მეცი)

ტულუზი-გენგამი 2:1
გოლები: 0:1 ბრიანი (54-პენ), 1:1 ბრაიტვაიტი (63-პენ), 2:1 დურმაზი (65)
გაძევება: იონსონი (39. გენგამი)

მონპელიე-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 ბუდებუზი (67-პენ), 1:1 ბელჰანდა (85)

სტ. ეტიენი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 ამუმა (92-პენ)
შენიშვნა: ბერიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (7. სტ. ეტიენი)

მარსელი-ლიონი 0:0

ბომბარდირები: 6 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - ედინსონ კავანი (პსჟ), მევლუთ ერდინჩი (მეცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული