ლიგა 1. IX ტური: კავანი ევროპაში პირველია

AutoSharing Option
"მონაკო" თავიდან ჟერმენის თავურით უგებდა "ტულუზს", მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა არგენტინელი ოსკარ ტრეხოსა და დანიელი კაპიტნის, მარტინ ბრაიტვაიტის (დუბლი) წყალობით დადგა - 3:1.

მართალია, მარიო ბალოტელიმ თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ "ნიცამ" მაინც დამაჯერებლად დაამარცხა ტაიმ-ნახევარი 10 კაცით მოთამაშე "ლიონი" - 2:0. "ნიცა" 23 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს კონკურენტს უკვე 4 ქულით უსწრებს. "ლიონს" კი ვერც ტრავმამოშუშებულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა უშველა, რომელიც მე-2 ტაიმში გამოჩნდა.

"პარი სენ-ჟერმენი" "ნანსის" სტუმრად გაუმკლავდა და მეორე ადგილზე გადავიდა. პარიზელთა რიგებში სეზონში მე-9
გოლი გაიტანა ედინსონ კავანიმ.

IX ტური
ტულუზი-მონაკო 3:1
გოლები: 0:1 ჟერმენი (3), 1:1 ტრეხო (65), 2:1 ბრაიტვაიტი (84), 3:1 ბრაიტვაიტი (87)

ნიცა-ლიონი 2:0
გოლები: 1:0 ბაისი (5), 2:0 სერი (76)
გაძევება: ფეკირი (28. ლიონი)
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი (81. ნიცა)

ნანსი-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ლუკასი (13), 0:2 კავანი (18), 1:3 ა. დიარა (55)

ლორიანი-ნანტი 1:2
გოლები: 0:1 ბამუ (42), 0:2 ჟილე (74), 1:2 ლავენანტი (80)

მონპელიე-კაენი 3:2
გოლები: 1:0 ნინგა (2), 1:1 იაჰია (8), 2:1 მონიე (65), 2:2 სანტინი (69), 3:2 ნინგა (77)
გაძევება: მონიე (71. მონპელიე)

ბასტია-ანჟერი 1:2
გოლები: 0:1 დიედიუ (26), 1:1 ბიფუმა (45), 1:2 დიედიუ (56)

გენგამი-ლილი 1:0
გოლი: 1:0 პრივატი (32)

რენი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 კონტენტო (44 ს. კ.), 1:1 პალოა (66)

სტ. ეტიენი-დიჟონი 1:1
გოლები: 0:1 მელუ (22), 1:1 რუ (94-პენ)

მარსელი-მეცი 1:0
გოლი: 1:0 გომისი (13)

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), მევლუთ ერდინჩი (მეცი), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული