ბალოტელის არყოფნაში (ტრავმა) ცენტრფორვარდად მოთამაშე შემტევმა ნახევარმცველმა ალესან პლეამ ჰეთ თრიკი შეასრულა. 23 წლის ფეხბურთელს ჩემპიონატში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი, "ნიცა" კი კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.
ფრანგული კლასიკი უგოლო გამოდგა - "პარი სენ-ჟერმენმა" შინ ვერ შეძლო "მარსელის" დამარცხება - 0:0. სტუმრები მხოლოდ საკუთარი კარის დაცვით იყვნენ დაკავებულნი და ეს წარმატებით შეძლეს. უნაი ემერის გუნდი "ნიცას" უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
X ტური
მონაკო-მონპელიე 6:2
გოლები:
ლიონი-გენგამი 1:3
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (37-პენ), 1:1 სალიბური (46), 1:2 კოკო (52), 1:3 კოკო (77)
ბორდო-ნანსი 1:1
გოლები: 1:0 მენეზი (55), 1:1 კურა (74)
ლილი-ბასტია 2:1
გოლები: 1:0 კორშია (51), 2:0 ედერი (57), 2:1 დიალო (71)
დიჟონი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 ლოტიე (91)
ანჟერი-ტულუზი 0:0
ნანტი-რენი 1:2
გოლები: 1:0 სალა (42), 1:1 გროსიცკი (58), 1:2 გროსიცკი (75)
კაენი-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 საივე (49), 0:2 ვერეტუ (58)
მეცი-ნიცა 2:4
გოლები: 0:1 პლეა (12), 1:1 მანჯეკი (25), 1:2 პლეა (38-პენ), 2:2 დიალო (69), 2:3 პლეა (84), 2:4 სიპრიენი (91)
პსჟ-მარსელი 0:0
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი (59. მატუიდი), მოტა (80. ბენ არფა), რაბიო - ლ. მოურა, კავანი, დი მარია (75. ხესე)
ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 6 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), მევლუთ ერდინჩი (მეცი), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ალესან პლეა (ნიცა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"