ლიგა 1. XIII ტური: "ნიცა" და ორი მდევარი [VIDEO]

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ და ხესემ გვიანი პენალტით "პარი სენ-ჟერმენს" "ნანტთან" 2:0 მოაგებინეს. სხვათა შორის, არგენტინელი პირველივე ტაიმში დაიმტვრა და შესაცვლელი გახდა, ხოლო ესპანელმა პსჟ-ის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

უნაი ემერი (პსჟ): "ნანტი" დაცვაში ძლიერად გამოიყურებოდა. სამი ქულა ძალიან კარგია, კავანი კი დავასვენე, რადგან ის გადაიღალა. ვფიქრობ, დი მარია ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად იქნება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რადამელ ფალკაომ მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში გახსნა ანგარიში "ლორიანთან" შეხვედრაში, რომელიც დიდებულ ფორმაში მყოფმა "მონაკომ" (ბოლო 14 ტურიდან 10 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა)
3:0 მოიგო.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "პირველ ტაიმში ვერაფრით გამოვიყენეთ ის დიდი უპირატესობა, რაც გვქონდა. მეორე ტაიმი კი გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, განსაკუთრებით, ბოლო 30 წუთი. სამი გოლი გავიტანეთ, ასე რომ, ეჭვგარეშეა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ".

"ლიონი" კრიზისიდან საბოლოოდ გამოვიდა, ბრუნო ჟენეზიოს გუნდმა სტუმრად "ლილი" დაამარცხა - 1:0. არადა, სამი ქულა "ლიონმა" 10 კაცით მოთამაშემ მოიპოვა.

ჟერემი მენეზმა პენალტი ვერ გაიტანა, რის გამოც "ბორდომ" სამი ქულა დაკარგა. სტუმრები 1:0-ს უგებდნენ "გენგამს", მაგრამ მე-2 დამატებულ წუთზე ჯიმი ბრიანმა იყოჩაღა - 1:1.

"მარსელმა" როლანდოს ერთადერთი გოლით მოუგო "კაენს" და სახიფათო ზონას თავი დააღწია.

"ნიცა" კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, ლუსიენ ფავრის გუნდმა სტუმრად "სენტ ეტიენი" დაამარცხა - 1:0. მარიო ბალოტელის ამჯერად, არ უთამაშია.

ლორიანი-მონაკო 0:3
გოლები: 0:1 ფალკაო (64), 0:2 ლემარი (67), 0:3 ბოშილია (92)

ლილი-ლიონი 0:1
გოლი: 0:1 კორნე (3)
გაძევება: სანკჰარე (55. ლილი)

პსჟ-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 დი მარია (13), 2:0 ხესე (90-პენ)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტ. სილვა, კიმპემბე, მაქსველი - ვერატი, ტ. მოტა, მატუიდი - დი მარია (37. ბენ არფა), ოგუსტენი (82. პასტორე), ლუკასი (73. ხესე)

ნანსი-დიჟონი 1:0
გოლი: 1:0 ბადილა (77)

ბასტია-მონპელიე 1:1
გოლები: 1:0 სხირი (6 ს. კ.), 1:1 მუნიე (55)

ტულუზი-მეცი 1:2
გოლები: 0:1 ჟუფრე (35-პენ), 0:2 მანჯეკი (48), 1:2 ედუარდი (94)

რენი-ანჟერი 1:1
გოლები: 1:0 სიო (21), 1:1 პეპე (82)
გაძევება: ნ'დოი (91. ანჟერი)

გენგამი-ბორდო 1:1
გოლები: 0:1 ლევჩუკი (22), 1:1 ბრიანი (92)
გამოუყენებელი პენალტი: მენეზი (78. ბორდო)

მარსელი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 როლანდო (81)

სტ. ეტიენი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 ეისერიჩი (63)

ბომბარდირები: 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), ალესან პლეა (ნიცა); 6- მარიო ბალოტელი (ნიცა), რიად ბუდებუზი (მონპელიე), მევლუთ ერდინჩი (მეცი), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული