შეთანხმება შედგა - არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ხორხე სამპაოლი გაწვრთნის

AutoSharing Option
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. ესპანურ კლუბთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური იუწყება.

სავარაუდოდ, ოფიციალურად ხელშეკრულებები 1-ელ ივნისს გაფორმდება, ხოლო გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მხარეები შეთანხმებით კმაყოფილნი არიან.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "სევილია" სამპაოლის არგენტინის ნაკრებს მხოლოდ 1,5 მლნ ევროს კომპენსაციის სანაცვლოდ დაუთმობდა.

57 წლის არგენტინელ სპეციალისტს საკლუბო დონეზე სამშობლოში, ჩილეში, პერუსა და ეკვადორში უმუშავია. 2016 წლიდან კი "სევილიას" ჩაუდგა სათავეში. იქამდე კი ოთხი წელიწადი ჩილეს ეროვნული
ნაკრებს თავკაცობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული